https://sputnik-georgia.com/20230828/saqartvelos-parlamenti-sasemodgomo-sesias-5-seqtembers-gaxsnis-281738681.html
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს გახსნის
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს გახსნის
Sputnik საქართველო
საშემოდგომო სესიის ფარგლებში დეპუტატები მოისმენენ წლიურ ანგარიშებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ. 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T18:32+0400
2023-08-28T18:32+0400
2023-08-28T21:51+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105845_0:117:1133:754_1920x0_80_0_0_fa6c3f887138e19db3c9bff734434b5c.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს პლენარული ხდომით გახსნის, იუწყება „პირველი არხი“.პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.საშემოდგომო სესიის მსვლელობისას დეპუტატები მოისმენენ სახელმწიფო უწყებების საქმიანობის წლიურ ანგარიშებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს.სესიის ფარგლებში დაიგეგმება მინისტრის საათის ფორმატები. რეგლამენტის მიხედვით, თითოეული მინისტრი წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში გამოდის მინისტრის საათის ფარგლებში და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, მინისტრის მიწვევა შეუძლია დეპუტატების ჯგუფს, რათა მან წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს უპასუხოს.ამას გარდა ოპოზიცია მთავრობის წევრების, მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენას ითხოვს ინტერპელაციისა და საკომიტეტო ფორმატშიც. დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მისვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოითხოვეს, მათ კითხვები რიკოთის გზის მშენებლობის შესახებ აქვთ.რიკოთის უღელტეხილი მარტის ბოლოს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო დაიკეტა. ამჟამად გზაზე შეზღუდვები მოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105845_0:0:1005:754_1920x0_80_0_0_aee890f9aaeed8538f0179822aa506f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო, ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს გახსნის
18:32 28.08.2023 (განახლებულია: 21:51 28.08.2023) საშემოდგომო სესიის ფარგლებში დეპუტატები მოისმენენ წლიურ ანგარიშებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს პლენარული ხდომით გახსნის, იუწყება „პირველი არხი“.
პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
საშემოდგომო სესიის მსვლელობისას დეპუტატები მოისმენენ სახელმწიფო უწყებების საქმიანობის წლიურ ანგარიშებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს.
სესიის ფარგლებში დაიგეგმება მინისტრის საათის ფორმატები. რეგლამენტის მიხედვით, თითოეული მინისტრი წელიწადში ერთხელ საკანონმდებლო ორგანოში გამოდის მინისტრის საათის ფარგლებში და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, მინისტრის მიწვევა შეუძლია დეპუტატების ჯგუფს, რათა მან წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს უპასუხოს.
ამას გარდა ოპოზიცია მთავრობის წევრების, მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენას ითხოვს ინტერპელაციისა და საკომიტეტო ფორმატშიც.
ინტერპელაცია არის ფორმატი, რომლის დროსაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატთა ჯგუფის შეკითხვებს, რომელიც, სულ მცირე, შვიდ კაცს ითვლის. დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მისვლა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოითხოვეს, მათ კითხვები რიკოთის გზის მშენებლობის შესახებ აქვთ.
რიკოთის უღელტეხილი მარტის ბოლოს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო დაიკეტა. ამჟამად გზაზე შეზღუდვები მოქმედებს.