https://sputnik-georgia.com/20230828/qartvelma-mezrvaurebma-atlantis-okeanesi-10-migranti-gadaarcines-281739762.html
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს
Sputnik საქართველო
მიგრანტებმა სასმელისა და საკვების გარეშე ოკეანეში ცხრა დღე გაატარეს. 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T19:23+0400
2023-08-28T19:23+0400
2023-08-28T22:01+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1c/281739427_0:321:3068:2047_1920x0_80_0_0_03ce6b060ca1bc7aa5cbd0e515390c49.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალექსანდრე სურმანიძის მეთაურობით ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე იხსნეს, რომლებიც მაროკოდან ესპანეთამდე ჩაღწევას ცდილობდნენ, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის (დაახლოებით 160 კმ) დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა.მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ ისინი სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში შუა ოკეანეში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების აღმოჩენის შემდეგ ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა.კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1c/281739427_311:0:3040:2047_1920x0_80_0_0_c833941cdc65ec2a50d7670e06a513f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ესპანეთი
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ესპანეთი
ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტი გადაარჩინეს
19:23 28.08.2023 (განახლებულია: 22:01 28.08.2023) მიგრანტებმა სასმელისა და საკვების გარეშე ოკეანეში ცხრა დღე გაატარეს.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალექსანდრე სურმანიძის მეთაურობით ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე იხსნეს, რომლებიც მაროკოდან ესპანეთამდე ჩაღწევას ცდილობდნენ, იუწყება საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის (დაახლოებით 160 კმ) დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა.
მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ ისინი სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში შუა ოკეანეში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.
ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების აღმოჩენის შემდეგ ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა.
კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი.