https://sputnik-georgia.com/20230828/iararis-mwarmoebeli-udidesi-kompaniebi-iaponiasi-gadadian-281724897.html
იარაღის მწარმოებელი უდიდესი კომპანიები იაპონიაში გადადიან
იარაღის მწარმოებელი უდიდესი კომპანიები იაპონიაში გადადიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს იარაღის მწარმოებელ უდიდეს კომპანიებს, რომელთა შორის არიან ამერიკული და ევროპული კომპანიები, თავიანთი საოპერაციო და... 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T13:30+0400
2023-08-28T13:30+0400
2023-08-28T17:14+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
იაპონია
პოლიტიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_0:0:1828:1029_1920x0_80_0_0_138f125cc91891c7a600bc20a2e3f8ed.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს იარაღის მწარმოებელ უდიდეს კომპანიებს, რომელთა შორის არიან ამერიკული და ევროპული კომპანიები, თავიანთი საოპერაციო და საწარმოო სიმძლავრეები იაპონიაში გადააქვთ იმ ფონზე, როდესაც ტოკიო თავდაცვითი ბიუჯეტების შესაძლო გაზრდისთვის ემზადება, იუწყება Nikkei Asia.არსებული ცნობით, ბრიტანული BAE Systems თავისი ოპერაციების ზედამხედველობის ფუნქციებს მალაიზიიდან იაპონურ ოფისში წლის ბოლოსთვის გადაიტანს, ხოლო ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა უკვე გადაიტანა აზიის შტაბ-ბინა სინგაპურიდან იაპონიაში.როგორც Nikkei აღნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან თავდაცვითი კომპანიების იაპონიაში შედინებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადგილობრივ მწარმოებლებს და „კიდევ მეტად შეამციროს მათი მოგება, მაგალითად, საფასო კონკურენციის გაძლიერების შედეგად“.იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 2023-2027 წლებისთვის 43 ტრილიონ იენს (დაახლოებით 294,2 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც წინა ხუთწლიანი გეგმაზე 1,5-ჯერ მეტია.სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 2022 წელს მსოფლიოში მე-10 ადგილზე იყო და მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტების 2% შეადგენდა. პირველ სამეულში შედიოდნენ აშშ, ჩინეთი და რუსეთი.აგვისტოს დასაწყისში სააგენტო Kyodo-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა 2024 ფინანსური წლის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 7 ტრილიონ იენამდე (48,92 მილიარდი დოლარი) გაზრდა მოითხოვოს. გარდა ამისა, იაპონიამ ცოტა ხნის წინ გააფართოვა იმ სამხედრო ტექნიკის სია, რომლის ექსპორტიც ნებადართულია. ჟურნალისტები ხელისუფლების მოქმედებას აღმოსავლეთ აზიაში უშიშროების მდგომარეობის გაუარესებით ხსნიდნენ.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441600_160:0:1732:1179_1920x0_80_0_0_f41e0bf0c169057695c3d45aaddb0c64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , პოლიტიკა, ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, იაპონია , პოლიტიკა, ეკონომიკა
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს იარაღის მწარმოებელ უდიდეს კომპანიებს, რომელთა შორის არიან ამერიკული და ევროპული კომპანიები, თავიანთი საოპერაციო და საწარმოო სიმძლავრეები იაპონიაში გადააქვთ იმ ფონზე, როდესაც ტოკიო თავდაცვითი ბიუჯეტების შესაძლო გაზრდისთვის ემზადება, იუწყება Nikkei Asia.
არსებული ცნობით, ბრიტანული BAE Systems თავისი ოპერაციების ზედამხედველობის ფუნქციებს მალაიზიიდან იაპონურ ოფისში წლის ბოლოსთვის გადაიტანს, ხოლო ამერიკულმა კომპანია Lockheed Martin-მა უკვე გადაიტანა აზიის შტაბ-ბინა სინგაპურიდან იაპონიაში.
„იაპონიიდან ამერიკული აეროკოსმოსური და თავდაცვითი კომპანია ასევე გააკონტროლებს ოპერაციებს სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და სხვა ბაზრებზე“, — ნათქვამია სტატიაში.
როგორც Nikkei აღნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან თავდაცვითი კომპანიების იაპონიაში შედინებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადგილობრივ მწარმოებლებს და „კიდევ მეტად შეამციროს მათი მოგება, მაგალითად, საფასო კონკურენციის გაძლიერების შედეგად“.
იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 2023-2027 წლებისთვის 43 ტრილიონ იენს (დაახლოებით 294,2 მილიარდი დოლარი) შეადგენს, რაც წინა ხუთწლიანი გეგმაზე 1,5-ჯერ მეტია.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 2022 წელს მსოფლიოში მე-10 ადგილზე იყო და მსოფლიო სამხედრო ბიუჯეტების 2% შეადგენდა. პირველ სამეულში შედიოდნენ აშშ, ჩინეთი და რუსეთი.
აგვისტოს დასაწყისში სააგენტო Kyodo-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შესაძლოა 2024 ფინანსური წლის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდულ 7 ტრილიონ იენამდე (48,92 მილიარდი დოლარი) გაზრდა მოითხოვოს. გარდა ამისა, იაპონიამ ცოტა ხნის წინ გააფართოვა იმ სამხედრო ტექნიკის სია, რომლის ექსპორტიც ნებადართულია. ჟურნალისტები ხელისუფლების მოქმედებას აღმოსავლეთ აზიაში უშიშროების მდგომარეობის გაუარესებით ხსნიდნენ.