მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქურდობა მწვერვალზე: უცნობმა ალპინისტებმა შემოწირულობების ყუთი გატეხეს

© AFP 2024 / Lakpa Sherpa
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2023
გამოწერა
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. დაუდგენელმა პირებმა შვეიცარიაში, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რთული მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით 2 კმ სიმაღლეზე შემოწირულობების ყუთი გატეხეს და ფული მოიპარეს, იუწყება DPA.
გავრცელებული ინფორმაციით, ყუთი ალპინისტთა ადგილობრივ კლუბს ეკუთვნოდა, რომელიც თავისი ხარჯებით უვლის რთულ სამთო მარშრუტს და საშიშ ადგილებში დაზღვევას უზრუნველყოფს.
აღინიშნება, რომ შემოწირულობების ყუთი მწვერვალ დაუბენჰორნისკენ მიმავალ მარშრუტზე, ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.
როგორც კლუბის წევრი რიჩარდ ვარლენი ამბობს, ყუთში დაახლოებით 400-500 შვეიცარიული ფრანკი (420-520 ევრო) თუ იქნებოდა.

„ყველაზე დიდი შოკი იმან გამოიწვია, რომ შემოწირულობების ყუთამდე მისვლა მხოლოდ ყველაზე გამოცდილ ალპინისტებს შეეძლოთ. მარშრუტი, რომელიც ვია ფერატას სახელითაა ცნობილი, მე-5 დონის, ანუ ყველაზე რთული მარშრუტია და მოიცავს ვერტიკალურ კლდეზე ცოცვასა და კანიონებზე ფოლადის წვრილი ბაგირებით გადასვლას“, — განმარტეს კლუბში.

კლუბის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქურდობა წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული, ვინაიდან დამნაშავეებს, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ალპინისტები იყვნენ, ყუთის გატეხვისთვის საჭირო ინსტრუმენტებიც თან ჰქონდათ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ქურდმა ალპინისტებმა ყუთიდან ფულის აღების შემდეგ დაუბერნჰორნის მწვერვალზე, 2941 მეტრ სიმაღლეზე ასვლა განაგრძეს.
როგორც კლუბში აცხადებენ, დამნაშავეების პოვნა იოლი არ იქნება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შესანიშნავი ამინდები იდგა და ვია ფერატას მარშრუტით ბევრმა ალპინისტმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0