https://sputnik-georgia.com/20230827/saqartvelosi-testerta-saertasoriso-dres-arnisnaven-281713783.html
საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
Sputnik საქართველო
ყოველწლიურად 9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ 27.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-27T12:04+0400
2023-08-27T12:04+0400
2023-08-27T12:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:112:1600:1012_1920x0_80_0_0_4b30bdebf3ebdc7bf0e8ae46ecaa7494.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში 9-10 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.ღონისძიების მონაწილეებს ელოდება ინსპირაციული გამოსვლები, პანელური დისკუსიები და შრომის ბაზრის უახლესი კვლევა QA Market-ის (ტესტირება) მიმართულებით და საინტერესო ვორკშოპები, რომელთა თემის არჩევა მონაწილეებს თავად შეუძლიათ, აღნიშნავენ ორგანიზატორები.აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს დარგის წამყვან პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპიდან, გაეცნონ ტესტირებასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციებს, გაიზიარონ ცოდნა და გაიმყარონ პროფესიული კავშირები. ღონისძიების ჩატარების ადგილი - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.ტესტერთა დღეყოველწლიურად 9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ და ეს თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ.ამ დღეს 1947 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ოპერატორებმა გრეის ჰოპერის ხელმძღვანელობით კომპიუტერი მარკ II-ის მუშაობის შეფერხების მიზეზის ძებნისას ელექტრომექანიკური რელეს კონტაქტებს შორის იპოვნეს ჩრჩილი, ინგლისურად „ბაგი“.აღნიშნული სამუშაო უნდა აღეწერათ და მოიძებნა შესატყვისი - debugging (სიტყვა-სიტყვით - მწერის მოშორება). დღესაც ასე უწოდებენ ბაგების (bugs) - კომპიუტერის მუშაობის შეფერხების მიზეზების -გამოვლენის და აღმოფხვრის პროცესს. თავად სიტყვა „ტესტერი“ წარმოიქმნა ინგლისური სიტყვიდან test - გამოცდა, შემოწმება.სწორედ ამ დღიდან ყოველ 9 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ტესტერთა საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველო 2020 წელს შეუერთდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251135105_0:0:1497:1123_1920x0_80_0_0_2297b3f19260c87a8c1a4bd56603a546.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
12:04 27.08.2023 (განახლებულია: 12:05 27.08.2023) ყოველწლიურად 9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. თბილისში 9-10 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ღონისძიების მონაწილეებს ელოდება ინსპირაციული გამოსვლები, პანელური დისკუსიები და შრომის ბაზრის უახლესი კვლევა QA Market-ის (ტესტირება) მიმართულებით და საინტერესო ვორკშოპები, რომელთა თემის არჩევა მონაწილეებს თავად შეუძლიათ, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს დარგის წამყვან პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპიდან, გაეცნონ ტესტირებასთან დაკავშირებულ თანამედროვე ტენდენციებს, გაიზიარონ ცოდნა და გაიმყარონ პროფესიული კავშირები. ღონისძიების ჩატარების ადგილი - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი
რეგისტრაცია.
ყოველწლიურად 9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერები თავის პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ და ეს თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ.
ამ დღეს 1947 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ოპერატორებმა გრეის ჰოპერის ხელმძღვანელობით კომპიუტერი მარკ II-ის მუშაობის შეფერხების მიზეზის ძებნისას ელექტრომექანიკური რელეს კონტაქტებს შორის იპოვნეს ჩრჩილი, ინგლისურად „ბაგი“.
აღნიშნული სამუშაო უნდა აღეწერათ და მოიძებნა შესატყვისი - debugging (სიტყვა-სიტყვით - მწერის მოშორება). დღესაც ასე უწოდებენ ბაგების (bugs) - კომპიუტერის მუშაობის შეფერხების მიზეზების -გამოვლენის და აღმოფხვრის პროცესს. თავად სიტყვა „ტესტერი“ წარმოიქმნა ინგლისური სიტყვიდან test - გამოცდა, შემოწმება.
სწორედ ამ დღიდან ყოველ 9 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ტესტერთა საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველო 2020 წელს შეუერთდა.