https://sputnik-georgia.com/20230827/saqartvelosi-raribi-ojaxebis-raodenoba-semcirda-281712598.html
საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა შემცირდა
საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა შემცირდა
Sputnik საქართველო
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი თბილისში ცხოვრობს 27.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-27T11:04+0400
2023-08-27T11:04+0400
2023-08-27T11:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249046693_414:498:3000:1952_1920x0_80_0_0_70026f50d16addbf63628a21a5dfd408.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში 10,3%-ით შემცირდა და 132,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.მთლიანობაში, 2023 წლის 1 აგვისტოსთვის, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ საქართველოში ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16,7% შეადგინა. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 11,1%-ით შემცირდა და დაახლოებით 470 ათასი ადამიანი შეადგინა.სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიდან 181,4 ათასი არასრულწლოვანია, ხოლო 48,5 ათასი - 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი კიდევ 85,2 ათასი ადამიანი პენსიონერია.ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში - 34,1 ათასი, ქვემო ქართლში - 19,7 ათასი, იმერეთში - 14,9 ათასი. ასეთი ოჯახების ყველაზე მცირე რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის (3,1 ათასი) და სამცხე-ჯავახეთის (3,3 ათასი) რეგიონებშია.იმავდროულად, თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოველი მეშვიდე ოჯახი ცხოვრობს, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში - ყოველი მეექვსე, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - ყოველი მესამე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/16/249046693_627:379:2788:2000_1920x0_80_0_0_d1c25fbd77cc37f40f130021f0c679e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა შემცირდა
11:04 27.08.2023 (განახლებულია: 11:24 27.08.2023) ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი თბილისში ცხოვრობს
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე პერიოდში 10,3%-ით შემცირდა და 132,7 ათასი შეადგინა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
მთლიანობაში, 2023 წლის 1 აგვისტოსთვის, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ საქართველოში ოჯახების მთლიანი რაოდენობის 16,7% შეადგინა. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეების საერთო რაოდენობა 11,1%-ით შემცირდა და დაახლოებით 470 ათასი ადამიანი შეადგინა.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიდან 181,4 ათასი არასრულწლოვანია, ხოლო 48,5 ათასი - 6 წლამდე ასაკის ბავშვია. სიღარიბის ზღვარზე მყოფი კიდევ 85,2 ათასი ადამიანი პენსიონერია.
ყველაზე მეტი ღარიბი ოჯახი ცხოვრობს თბილისში - 34,1 ათასი, ქვემო ქართლში - 19,7 ათასი, იმერეთში - 14,9 ათასი. ასეთი ოჯახების ყველაზე მცირე რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის (3,1 ათასი) და სამცხე-ჯავახეთის (3,3 ათასი) რეგიონებშია.
იმავდროულად, თბილისში სიღარიბის ზღვარს მიღმა ყოველი მეშვიდე ოჯახი ცხოვრობს, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და ქვემო ქართლში - ყოველი მეექვსე, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - ყოველი მესამე.