„ემოცია და მღელვარება“: ქართველი კალათბურთელები მსოფლიო თასზე პირველი თამაშის შესახებ

© Georgian Basketball Federation
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2023
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2023-ის მომდევნო თამაშს სლოვენიასთან 28 აგვისტოს გამართავს.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი კაბო-ვერდეს გუნდთან საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა დიდი მღელვარებით დაიწყეს, რაც თამაშის პირველ წუთებზე აისახა, განაცხადა ეროვნული ნაკრების მცველმა დუდა სანაძემ.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო-ვერდეს წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 85:60.
„მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ვმართავდით. იყო დიდი ემოცია და მღელვარება. ეს თამაშის დასაწყისშიც გამოჩნდა, ზედიზედ რამდენიმე შეტევა უშედეგოდ დავასრულეთ. თუმცა მალევე დავლაგდით, თამაში გამოვასწორეთ, რამაც საშუალება მოგვცა პირველ შეტევაში კარგად გავქცეულიყავით“, - ამბობს სანაძე.
საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი შერმადინის თქმით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მთელმა სამწვრთნელო შტაბმა მოთამაშეებს სწორი დავალება მისცეს.
„ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა კარგად გათვალა და სწორი დავალება მოგვცა, რა უნდა გაგვეკეთებინა მატჩისას. ჩემი აზრით, დავალება 100 პროცენტით შევასრულეთ“, - თქვა შერმადინმა.
© Georgian Basketball FederationСборная Грузии по баскетболу в матче против Кабо-Верде
Сборная Грузии по баскетболу в матче против Кабо-Верде - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2023
Сборная Грузии по баскетболу в матче против Кабо-Верде
მისი თქმით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა კარგად ითამაშეს კაბო-ვერდეს ლიდერის, ედი ტავარეშის წინააღმდეგ, რომლის სიმაღლე 2,21 მ.
„მის წინააღმდეგ კარგი დაცვა გამოვიდა და მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. იმედი მაქვს, სლოვენიასთანაც ასე განვაგრძობთ“, - ამბობს შერმადინი.
© Georgian Basketball FederationСборная Грузии по баскетболу в матче против Кабо-Верде
Сборная Грузии по баскетболу в матче против Кабо-Верде - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2023
Сборная Грузии по баскетболу в матче против Кабо-Верде
საქართველოს ნაკრები მსოფლიო-2023-ის მომდევნო თამაშს სლოვენიასთან 28 აგვისტოს გამართავს.
მატჩები საქართველოს ნაკრების ჯგუფში (თბილისის დროით):
28 აგვისტო
12:00 ვენესუელა – კაბო-ვერდე
15:30 საქართველო – სლოვენია
30 აგვისტო
12:00 საქართველო – ვენესუელა
15:30 სლოვენია – კაბო-ვერდე.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. გუნდები რვა ჯგუფში გადანაწილდნენ - თითოეულში 4-4 ნაკრებია. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0