https://sputnik-georgia.com/20230826/tamdeni-sastumro-funqcionirebs-saqartvelosi-axali-statistika-281682147.html
რამდენი სასტუმრო ფუნქციონირებს საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რამდენი სასტუმრო ფუნქციონირებს საქართველოში - ახალი სტატისტიკა
სასტუმროებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97,8 ათასი შეადგინა, რაც 11,4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-26T10:20+0400
2023-08-26T10:20+0400
2023-08-26T10:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
საქსტატი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279290025_0:0:1501:844_1920x0_80_0_0_eba8a854d0a7e0e6669e06d4e7809039.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2.162 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2.213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას აღნიშნული მაჩვენებელი 24,6%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, იუწყება „საქსტატი“.„საქსტატის“ მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99,7% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0,3% - სახელმწიფო საკუთრებაში.2022 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3.195,4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 20,9%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.489,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 12,8%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.მოგზაურობა საქართველოში: ტურისტებს შესაძლოა გადასახადი დაუწესდეთ - ვიდეო >>2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97,8 ათასი შეადგინა, რაც 11,4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6,3%-ით და 45,8 ათასი შეადგინა.2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4,9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 61,9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60,5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488,9 ათასი ისრაელის მოქალაქე იყო.ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6,2%-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29,4%) და პოლონეთის (28%) მოქალაქეები იყვნენ.ცაგარეიშვილი: მშვიდობამ ახალი სამუშაო ადგილები მოიტანა >>სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 18,8 და 14,5 პროცენტი).2022 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 23.259 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56,4%) ქალები წარმოადგენდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/06/279290025_0:0:1377:1032_1920x0_80_0_0_988ed5ad0b8f020d3c6ac5e707d5fe4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, საქსტატი
რამდენი სასტუმრო ფუნქციონირებს საქართველოში - ახალი სტატისტიკა
სასტუმროებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97,8 ათასი შეადგინა, რაც 11,4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2.162 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2.213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას აღნიშნული მაჩვენებელი 24,6%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით, იუწყება „საქსტატი“.
„საქსტატის“ მონაცემებით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99,7% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0,3% - სახელმწიფო საკუთრებაში.
2022 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3.195,4 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 20,9%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. აქედან ყველა ნომრის საცხოვრებელი ფართობი 1.489,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რაც 12,8%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
2022 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97,8 ათასი შეადგინა, რაც 11,4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6,3%-ით და 45,8 ათასი შეადგინა.
2022 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4,9 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 61,9%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60,5%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან უმეტესობა, 488,9 ათასი ისრაელის მოქალაქე იყო.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულები უცხოელი სტუმრების 6,2%-ს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (29,4%) და პოლონეთის (28%) მოქალაქეები იყვნენ.
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 18,8 და 14,5 პროცენტი).
2022 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 23.259 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (56,4%) ქალები წარმოადგენდნენ.