საქართველოს კულტურული ცხოვრება ციფრებში

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის მუზეუმებისა და თეატრების შესახებ 2022 წლის მონაცემები გამოაქვეყნა.
2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 52 თეატრი, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის, 41 დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურის, ორი საბავშვო და მოზარდთა თეატრი, შვიდი - თოჯინების თეატრი. ყველაზე მეტი თეატრი განთავსებულია თბილისში - 51,9%, იმერეთში - 15,4%, ხოლო დანარჩენი 32,7% - ქვეყნის სხვა რეგიონებში.
2022 წელს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 256 ქალაქგარეთ, 79 კი საზღვარგარეთ.
საქართველოში სულ 3.794 სპექტაკლი გაიმართა, რაც 63,7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
რაც შეეხება მუზეუმებს, 2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში 252 მუზეუმი ფუნქციონირებდა, საიდანაც 98 მემორიალური, 71 ისტორიული, 24 ხელოვნების მუზეუმი, 13 მუზეუმ-ნაკრძალი, 2 ლიტერატურული, კიდევ 44 კი სხვა მიმართულების.
მუზეუმები ძირითადად მდებარეობს თბილისში (23%), იმერეთსა (15.9%) და კახეთში (13.5%).
ყველა ახალი ამბავი
0