https://sputnik-georgia.com/20230825/volski-eleqtornuli-arcevnebi-281674867.html
ვოლსკი: ელექტრონულ არჩევნებს ოპოზიცია ითხოვდა
ვოლსკი: ელექტრონულ არჩევნებს ოპოზიცია ითხოვდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ელექტრონულ არჩევნებს, მათ შორის პროპორციულ არჩევნებს, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა, განაცხადა პარლამენტის... 25.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-25T20:19+0400
2023-08-25T20:19+0400
2023-10-05T17:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_638174af72ed5ecab943daba2862415f.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ელექტრონულ არჩევნებს, მათ შორის პროპორციულ არჩევნებს, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი", ვინაიდან ამ სისტემით ასევე შეიძლება მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
https://sputnik-georgia.com/20230822/kalandarisvilma-keli-degnans-upasuxa-281556989.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_e616c2bf4b89cc5fb104718de83d6b80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ელექტრონულ არჩევნებს, მათ შორის პროპორციულ არჩევნებს, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვდა, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ელექტრონული არჩევნების სისტემაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში დაინერგა. მისი თქმით, აშშ-ის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ელექტრონული არჩევნების სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება „სუფთა და სამართლიანი", ვინაიდან ამ სისტემით ასევე შეიძლება მანიპულირება, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
„რადგან ეს ნაბიჯი გადაიდგა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ გაყალბების წინაპირობის საფუძვლის ან მექანიზმის არარსებობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ოპოზიციას – რომ აღარ ექნებათ დაბრალების საშუალება, თუ არჩევნები იქნება ელექტრონული“, — აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საარჩევნო უბნებზე გაჩნდება ელექტრონული კენჭისყრის სისტემა, რომელიც ასევე ხმების ელექტრონულ დათვლას გულისხმობს.
ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70%-ს მოიცავს.
ელექტრონული კენჭისყრა არ ჩატარდება საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, გამონაკლისის სახით შექმნილ საარჩევნო უბნებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში (გეოგრაფიული თვალსაზრისით) არსებულ უბნებზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.