https://sputnik-georgia.com/20230825/saberznetsi-tyis-xanzrebi-281651512.html
საბერძნეთი ცეცხლის ალში: ბოლო წლების ყველაზე დიდი ხანძარი ევროპაში
საბერძნეთი ცეცხლის ალში: ბოლო წლების ყველაზე დიდი ხანძარი ევროპაში
Sputnik საქართველო
ზუსტი მონაცემები მასშტაბური ტყის ხანძრის შესახებ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით მიიღეს. 25.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-25T10:52+0400
2023-08-25T10:52+0400
2023-08-25T14:43+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
საბერძნეთი
შემთხვევები
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280818517_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_d4c03cf6fcdcea6b12176c5c2591c705.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ტყის ხანძარმა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თრაკიასა და აღმოსავლეთ მაკედონიაში 72 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა და ის ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდ ხანძრად დასახელდა, იუწყება მონიტორინგის სამსახური Copernicus. სამსახური ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნით თანამგზავრული გადაღების საფუძველზე კარტოგრაფიულ მონაცემებს ადგენს. საბერძნეთმა მას სთხოვა რუკებისა და ცნობების შედგენა ალექსანდრუპოლისის მუნიციპალიტეტისა და ევროსის რეგიონის შესახებ, რომლებიც 19 აგვისტოს დაწყებული ხანძრების შედეგად დაზარალდნენ. უწყებამ ასევე წარმოადგინა ათონის ჩრდილოეთით, პარნითას რაიონში ხანძრის მონიტორინგის მონაცემები. აქ გადამწვარია 3.027 ჰექტარი. პარნითას მთასთან, სადაც ეროვნული პარკია გაშენებული, მასშტაბური ხანძარი 22 აგვისტოს დღისით დაიწყო. ცეცხლის შეჩერება ძლიერი ქარის გამო ვერ მოხერხდა. ხელისუფლებამ რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტის ევაკუაცია გამოაცხადა.
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280818517_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_18e66e1f1effd56b6b8bfcc4467b69b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, საბერძნეთი , შემთხვევები, სტიქიური მოვლენები
მსოფლიოს ახალი ამბები, საბერძნეთი , შემთხვევები, სტიქიური მოვლენები
საბერძნეთი ცეცხლის ალში: ბოლო წლების ყველაზე დიდი ხანძარი ევროპაში
10:52 25.08.2023 (განახლებულია: 14:43 25.08.2023) ზუსტი მონაცემები მასშტაბური ტყის ხანძრის შესახებ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით მიიღეს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ტყის ხანძარმა საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თრაკიასა და აღმოსავლეთ მაკედონიაში 72 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა და ის ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ყველაზე დიდ ხანძრად დასახელდა, იუწყება მონიტორინგის სამსახური Copernicus.
სამსახური ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნით თანამგზავრული გადაღების საფუძველზე კარტოგრაფიულ მონაცემებს ადგენს. საბერძნეთმა მას სთხოვა რუკებისა და ცნობების შედგენა ალექსანდრუპოლისის მუნიციპალიტეტისა და ევროსის რეგიონის შესახებ, რომლებიც 19 აგვისტოს დაწყებული ხანძრების შედეგად დაზარალდნენ.
„სწრაფი კარტოგრაფირების გუნდმა წარმოადგინა აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიის რეგიონში დიდი ტყის ხანძრების მონიტორინგის მეორე შედეგი. ტყის ხანძარი 72.344 ჰექტარზე ყველაზე დიდი ხანძარია, რომელიც ბოლო წლებში ევროპის ტერიტორიაზე დარეგისტრირებულა", – განაცხადეს სამსახურში.
უწყებამ ასევე წარმოადგინა ათონის ჩრდილოეთით, პარნითას რაიონში ხანძრის მონიტორინგის მონაცემები. აქ გადამწვარია 3.027 ჰექტარი.
პარნითას მთასთან, სადაც ეროვნული პარკია გაშენებული, მასშტაბური ხანძარი 22 აგვისტოს დღისით დაიწყო. ცეცხლის შეჩერება ძლიერი ქარის გამო ვერ მოხერხდა. ხელისუფლებამ რაიონში რამდენიმე დასახლებული პუნქტის ევაკუაცია გამოაცხადა.