მიმოხილვა: როგორ მუშაობს რუსული „ჭკვიანი“ ნაღმის ველები

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტივლადიმირ პუტინი23 აგვისტოს ემოციურად გამოეხმაურა კიევის რეჟიმისადა სამხედრო ძალების მეთაურობის ცინიზმის ხარისხს, რომლებიც თავიანთ ჯარისკაცებს „დაღმის ველებისკენ“, ანუ უეჭველი სიკვდილისკენ უბიძგებენ.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაღმის ველებისასობით კვადრატული კილომეტრი საზღვრები სპეცოპერაციისზონაში გადაულახავია —მოწინაარმდეგის ყოველდღიური მასობრივი დანაკარგების ფასადაც კი.
კონტრშეტევის სამი თვის განმავლობაში უკრაინული ბრიგადები რუსეთის თავდაცვის პირველ ხაზსაც კი ვერმიუახლოვდნენ. წამყვანი დასავლური მედიის დეზინფორმაცია "სამხედრო ძალების წინსვლის" შესახებ არანაირად არ აისახება ადგილმდებარეობაზე და ოპერატიული სიტუაციის რუკებზე. პირიქით, კუპიანსკის მიმართულებით წარმატებით მიიწევენ (და უკვე აკონტროლებენ ჰარკოვის ოლქის 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს) რუსეთის ჯარები.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რუსეთის ეშელონირებული თავდაცვის "გიგანტური მინდვრები" დასავლეთ გერმანიის ფართობებს შეადარა.
ბრიტანულმა გაზეთმა Financial Times აღნიშნა, რომ რუსული ნაღმები ძირს უთხრის უკრაინელი ჯარისკაცების საბრძოლო ტექნიკასადა მორალს.
ნატო-ს განაღმვისპრაქტიკულად ყველა კომპლექსი კონტრშეტევის დაწყებისთანავე განადგურდა. პენტაგონის სპეციალისტები ამერიკული ჯავშანტექნიკის დანაკარგების გამო სასოწარკვეთილები ურჩევენ უკრაინის სამხედრო ძალებს, რომ ნაღმის ველები საბჭოთა წარმოების "უფრო ხარჯვადი" ტანკებით გადალახონ.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში, უკრაინისსამხედრო ძალებს ჰქონდათ სამი ასეული ტანკი T-64BV და T-64BM. თუმცა, ძველი საბჭოთა მარაგები ამოიწურება. უკრაინული არმია ყოველთვიურად კარგავს საშუალოდ 150-მდე ტანკს და სხვა საბრძოლო ჯავშანმანქანას. მხოლოდ ერთ ბრძოლაში სოფელ სტარომაიორსკეოსთან აგვისტოს შუა რიცხვებში დაიწვა 30 ერთეული ჯავშანტექნიკა.
გერმანული გამოცემა Heutigen Nachrichten იუწყება: "დასავლეთი უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგიით დაბნეულია", რამაც გამოიწვია 45 ათასი მებრძოლის დანაკარგი (უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა რეზერვის მესამედი).
კიევის რეჟიმის მობილიზაციის რესურსი თითქმის ამოწურულია. ასობით ათასი უკრაინელი, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, თვეების განმავლობაში სახლიდან არ გადიან, რათა ქუჩაში "სამხედრო კომისრების ნადირობის" მსხვერპლი არ გახდნენ.

აბსოლუტურად ახალი ფენომენი.

რუსული მაღალი სიზუსტის სარაკეტო კომპლექსების, მოიერიშე ავიაციისა და არტილერიის დომინირებასთან ერთად, უკრაინული ტერიტორიული მთლიანობის საზღვარზე სამხედრო უპირატესობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — უჩვეულო დანაღმული ველებიდა „არასტანდარტული“ ნაღმებია შენიშნული.
ზოგიერთი მათგანი უკრაინულ ტექნიკას მაგნიტივით ეწებება, მაგრამ მოგვიანებით აფეთქდება. ნატოს სპეციალისტების აზრით, ასეთი რამტაქტიკაში „აბსოლუტურად ახალი ფენომენი“და ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა კონტრშეტევისთვის.
რუსეთის ჯარებს მოწინააღმდეგის თავდასხმების თავიდან აცილებაში "ჭკვიანი" და მძლავრი ნაღმის ველები ეხმარება, რომლებიც დისტანციურად ახლდებაუახლესი საინჟინრო სისტემა „ზემლედელიეს“ მეშვეობით. ამ საბრძოლო მანქანას შეუძლია50 გამშვებით ზალპით „დათესოს“ 15 კილომეტრამდე მანძილზე ნებისმიერი სირთულის მინდვრის ველი, რომლის ფართობი რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია. ამასთან შეუძლია მოამზადოს გასასვლელი თავისი ჯარებისთვის.
დაზვერვასთან თანამშრომლობით, „ზემლედელიეს“შეუძლია ოპერატიულად შეაჩეროს მოწინააღმდეგის თავდასხმა ნებისმიერ მიმართულებაზე. საბრძოლო მასალების სპექტრი საშუალებას იძლევა შეიქმნას ჯავშანსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო ან კომბინირებული ნაღმისველები.
დისტანციური დანაღმვისსაინჟინრო სისტემა „ზემლედელიე“ და უნივერსალური ნაღმდამცავი „კლეშჩ“ ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს ფლობენ და რუსეთის შეიარაღებული ძალების საინჟინრო დანაყოფებს საშუალებას აძლევენ,შექმნან ნებისმიერი სირთულის დამცავი ბარიერი რამდენიმე წუთში.
ამასთან გამოირიცხება ზიანი მშვიდობიანიმოსახლეობისადა საკუთარიმებრძოლებისთვის. „ზემლედელიეს“ პროგრამას დისტანციურად შეუძლია ნაღმების გაქტიურება, ანუ დანაღმული ველის ჩართვა ან გამორთვა თანამგზავრული სისტემის საშუალებით.
პენტაგონისა და ნატოს სპეციალისტები იმდენად გაოცებულები არიან რუსული სანაღმოინოვაციების ტექნოლოგიური სრულყოფილებით, რომ უკრაინელ ჯარებს უძლურად ურჩევენ, კონტრშეტევაზე (თვითმკვლელობაზე) საბჭოთა ტანკებით ან ქვეითთა რიგებით წავიდნენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0