https://sputnik-georgia.com/20230825/pirdapiri-frenebi-saqartvelosa-da-amerikas-soris-degnanis-komentari-281676218.html
დაიწყება თუ არა ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები: კელი დეგნანის კომენტარი
დაიწყება თუ არა ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები: კელი დეგნანის კომენტარი
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხში, რაზე მუშაობაც პანდემიამდე დაიწყო, პროგრესი... 25.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-25T21:46+0400
2023-08-25T21:46+0400
2023-08-25T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
კელი დეგნანი
ავიამიმოსვლა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/19/281663488_0:379:722:785_1920x0_80_0_0_402268337983b9520e6f623e93a21773.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხში, რაზე მუშაობაც პანდემიამდე დაიწყო, პროგრესი არსებობს, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.გარდა ამისა, ელჩის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებაც, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც სასარგებლო იყოს.როგორც ელჩი აცხადებს, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული კომპანიები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაშიც გარკვეული წარმატებები შეინიშნება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/19/281663488_200:208:1450:1145_1920x0_80_0_0_52e77c8e7b4edee1909463b8c8ef28d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , კელი დეგნანი, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , კელი დეგნანი, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხში, რაზე მუშაობაც პანდემიამდე დაიწყო, პროგრესი არსებობს, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
„მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. მთლიანად მოდელი შეიცვალა. მოგვიწია დავბრუნებულიყავით დასაწყისში და ის ავიაკომპანია მოგვეძებნა, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ახლა კვლავ ვმუშაობთ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დეგნანმა.
გარდა ამისა, ელჩის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებაც, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც სასარგებლო იყოს.
„ბუნებრივია, საქართველოსთვისაც კარგია, როცა აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ასეთ დროს ხდება ბაზრის სრული გახსნა. თუმცა ზოგჯერ ეს საქართველოსთვისაა სასარგებლო, ზოგჯერ კი — მეორე ქვეყნისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც სასარგებლო იქნება“, — აღნიშნა დეგნანმა.
როგორც ელჩი აცხადებს, აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს ამ ურთიერთობებს, ცდილობს დააკავშიროს ქართული კომპანიები ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაშიც გარკვეული წარმატებები შეინიშნება.