ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

© MFA of Georgiaსაგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს ელჩი მელინე არაქელიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს ელჩი მელინე არაქელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან მელინე არაქელიანთან, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, მინისტრმა ჰოლანდიელ დიპლომატს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

„ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – ნათქვამია უწყების ინფომრაციაში.

ამასთან, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება.
ყველა ახალი ამბავი
0