იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა უახლოეს დროს საქართველოს ეწვიოს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საქართველოს და იაპონიის წარმომადგენლებმა განიხილეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა – ამის შესახებ წინასწარი შეთანხმება მიღწეულია საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის შეხვედრაზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იუუმი ოშიკავასთან.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოში მინისტრის მოადგილის წელს განხორციელებული ვიზიტის შედეგები.

„მაისის თვეში ჩვენს ქვეყანაში იუუმი ოშიკავას ვიზიტის შემდეგ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მათ შორის: ინვესტიციების დაცვის შესახებ, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, რაც საკმაოდ სოლიდურ ბაზას ქმნის საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლისთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხს. ქართულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, უახლოეს დროს საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზება დაიწყოს.
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა, მხარეები იმ დროიდან აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0