დასავლეთის ქვეყნები BRICS-ში - რუსეთის საგარეო უწყებამ გაწევრიანების პირობები დაასახელა

© photo: Sputnik / The Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიBRICS-ის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები
BRICS-ის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
ყველა მოწვეული სახელმწიფო აუცილებელ კრიტერიუმებს შეესაბამება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფომ, რომელსაც BRICS-ში გაწევრიანება სურს, არ უნდა დააწესოს გაერთიანების წევრი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა იოჰანესბურგში სამიტის შედეგებზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი და კრიტერიუმი ეხება იმას, რომ BRICS-ის პოტენციურის მონაწილის მხრიდან არ დაწესდეს სანქციები გაერთიანების რომელიმე მონაწილის წინააღმდეგ", – განაცხადა დიპლომატმა, რომელიც ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს.
BRICS-ის გაერთიანებაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (აბრევიატურა ამ ქვეყნების სახელწოდების პირველი ასოდან შეიქმნა). იოჰანესბურგის სამიტის შედეგებით, ეკონომიკურ ბლოკში გაერთიანების ოფიციალური მიწვევა მიიღეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, საუდის არაბეთმა, ირანმა, არგენტინამ, ეგვიპტემ და ეთიოპიამ. ისინი ორგანიზაციის სრულფასოვანი წვერები 2024 წლის 1 იანვრიდან გახდებიან.
რიაბკოვმა დასძინა, რომ ყველა მიწვეული სახელმწიფო მათ მიერ გაცხადებულ კრიტერიუმს შეესაბამება.
BRICS-ს ხუთი ახალი წევრი ქვეყანა ემატება>>
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ BRICS-ში შესვლის სურვილი 23-მა სახელმწიფომ გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0