https://sputnik-georgia.com/20230824/sasisi-daavadebebis-arastandartuli-nisnebi-titebsa-da-frcxilebze-281618280.html
საშიში დაავადებების ადრეული და არასტანდარტული ნიშნები თითებსა და ფჩხილებზე
საშიში დაავადებების ადრეული და არასტანდარტული ნიშნები თითებსა და ფჩხილებზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქოლესტერინის მაღალ დონეს ხშირად არ ახასიათებს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამაზე ფრჩხილების... 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T17:19+0400
2023-08-24T17:19+0400
2023-08-24T21:13+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279745159_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b76cbfdf4f5ac9c8ac9f14cb6daa204b.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქოლესტერინის მაღალ დონეს ხშირად არ ახასიათებს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამაზე ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს, წერს გამოცემა Express ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.როდესაც ფრჩხილებქვეშ ხიჭვების მსგავსი მუქი ზოლები (სისხლჩაქცევები) ჩნდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს.ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს სისხლძარღვების დახშობასა და ფოლაქების გაჩენას. შედეგად, შესაძლებელია თრომბის წარმოქმნა, რაც სავალალო შედეგებს და სიკვდილსაც კი იწვევს.გარდა ამისა, როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები აცხადებენ, თითებისა და ფრჩხილების მდგომარეობით შეიძლება ფილტვის კიბოც კი დადგინდეს ადრეულ ეტაპზე.ექიმების თქმით, ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება.ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.მათი თქმით, ფილტვის კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად, თითები დიდდება და სქელდება.გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.მათი თქმით, გარდა ფილტვის კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციის, მანკისა და ფილტვების ქრონიკული ინფექციის ჩათვლით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/13/279745159_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_e240435538ef7f2443d5192a31febcc7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ქოლესტერინის მაღალ დონეს ხშირად არ ახასიათებს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამაზე ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს, წერს გამოცემა
Express ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
როდესაც ფრჩხილებქვეშ ხიჭვების მსგავსი მუქი ზოლები (სისხლჩაქცევები) ჩნდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს, რაც, თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისადმი მიდრეკილებაზე მიანიშნებს.
ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს სისხლძარღვების დახშობასა და ფოლაქების გაჩენას. შედეგად, შესაძლებელია თრომბის წარმოქმნა, რაც სავალალო შედეგებს და სიკვდილსაც კი იწვევს.
გარდა ამისა, როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის (NHS) სპეციალისტები
აცხადებენ, თითებისა და ფრჩხილების მდგომარეობით შეიძლება ფილტვის კიბოც კი დადგინდეს ადრეულ ეტაპზე.
ექიმების თქმით, ფილტვის კიბო ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად იმის გამოც მიიჩნევა, რომ მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა საკმაოდ რთულია. ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველება, ტკივილი მკერდის არეში, ხიხინი თუ ნახველი, მოგვიანებით ჩნდება.
ბრიტანელმა მედიკოსებმა კი ფილტვების ავთვისებიანი დაავადების ადრეული და არასტანდარტული მინიშნებები დაადგინეს.
მათი თქმით, ფილტვის კიბოს განვითარების პროცესში შესაძლებელია ორგანიზმში გამომუშავდეს ჰორმონების მსგავსი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გავლენითაც სისხლისა და სითხეების დიდი ნაწილი კიდურებისკენ, განსაკუთრებით, თითების წვერებზე განლაგებული ქსოვილებისკენ მიედინება. შედეგად, თითები დიდდება და სქელდება.
„ფილტვის კიბოს განსაზღვრა თითების მდგომარეობის ცვლილებითაა შესაძლებელი. ერთ-ერთი სიმპტომი — თითების წვერების გაფართოება, გადიდება თუ გასქელებაა“, — აცხადებენ ბრიტანელი ექიმები.
გარდა ამისა, მედიკოსების თქმით, საშიში დაავადების შემთხვევაში ფრჩხილების ირგვლივ კანი უჩვეულოდ პრიალა ხდება.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ფრჩხილებს გვერდიდან შეხედეთ და შენიშნეთ, რომ ისინი ამობურცული გახდა, რაც მანამდე არ გქონიათ, მაშინვე უნდა მიაკითხოთ სამკურნალო დაწესებულებას.
მათი თქმით, გარდა ფილტვის კიბოსი, თითების მდგომარეობის შეცვლა ასევე შეუძლია სხვა სახიფათო დაავადებებსაც — გულის ინფექციის, მანკისა და ფილტვების ქრონიკული ინფექციის ჩათვლით.