https://sputnik-georgia.com/20230824/rogor-miacvies-germanelebi-sisuftaves-anu-kervoxe-281614349.html
როგორ მიაჩვიეს გერმანელები სისუფთავეს, ანუ „კერვოხე“ - იძულების წარმატებული შედეგი
როგორ მიაჩვიეს გერმანელები სისუფთავეს, ანუ „კერვოხე“ - იძულების წარმატებული შედეგი
Sputnik საქართველო
ვიურტემბერგის გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი კი ასეთი იყო... 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T15:05+0400
2023-08-24T15:05+0400
2023-08-24T20:43+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23514/88/235148804_0:219:4288:2631_1920x0_80_0_0_faf68e2e38a5f5e363b19b61b87c34ac.jpg
გერმანელები (ალბათ ისევე, როგორც სხვა ხალხები) ნაგავს პირდაპირ ღობის იქით, ან სადაც მოუხერხდებოდათ, იქ ყრიდნენ. ამ ნაგავში შედიოდა როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ისე დაღუპული პირუტყვი, შინაური ცხოველები, ძვლები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი. ადგილი ჰქონდა ანტისანიტარიას, ვრცელდებოდა დაავადებები და, რა თქმა უნდა, იდგა საშინელი მყრალი სუნი.XV საუკუნეში ვიურტემბერგის (გერმანიის ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთში, მიეკუთვნება შვაბიას) გრაფს ყელში ამოუვიდა ეს სიმყრალე და გამოსცა ბრძანებები, რომ საქონლისა და ადამიანების ფეკალიები უნდა გაეტანათ გარეუბანში ან მდინარეზე, თანაც — ღამით. ამ ბრძანებების შესახებ, რა თქმა უნდა, დაივიწყეს, რადგან მისი შესრულების შემოწმება არარეალური იყო.მაშინ გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი ასეთი იყო: თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს მეზობელს ერთი-ორი კვირა არ გააქვს ნაგავი და ამის შესახებ არ განაცხადეთ, დაისჯება არა მხოლოდ თქვენი მეზობელი, არამედ თქვენც. ხოლო თუ მეზობელი დაასმინეთ, მაშინ უფლება გაქვთ მისი მიწის ნაწილი მიიღოთ. ამის შედეგად ყოველ შაბათს ყველა დემონსტრაციულად და საგულდაგულოდ წმენდდა ნაგვისგან საკუთარ ეზოსა და მის წინ ტერიტორიას, რადგან დასმენისა და დასჯის ეშინოდა.რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, დასმენის დაძალების განხილვა შეიძლება როგორც პიროვნების თავისუფლებაზე ძალადობა, მაგრამ, მეორე მხრივ, შვაბებმა სოფლებსა და ქალაქებში მალე დაამყარეს სისუფთავე — შვაბების დიალექტზე არის სპეციალური სიტყვა „კერვოხე“, რომელიც შაბათ დღეს დალაგებას უკავშირდება. შვაბების „კერვოხე“ კი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გახდა.P.S. „დასმენის ინსტიტუტის“ ამუშავება ტექნიკის არნახული მიღწევების საუკუნეში ნამდვილად აღარ არის საჭირო.უბრალოდ, მივბაძოთ გერმანელებს, მოვუაროთ ჩვენ-ჩვენ ქალაქსა და სოფელს და თუ არ დავგვით ჩვენი ეზოსა და სახლის წინ, ნუ დავანაგვიანებთ მაინც! ამას კი მხოლოდ ერთი რამ შეგვაძლებინებს — ჩვენი ქალაქის, სოფლის, უბნის, ქუჩის სიყვარული.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23514/88/235148804_246:0:4043:2848_1920x0_80_0_0_9d9109f4c13ef8acb5faaa141c1e045c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
როგორ მიაჩვიეს გერმანელები სისუფთავეს, ანუ „კერვოხე“ - იძულების წარმატებული შედეგი
15:05 24.08.2023 (განახლებულია: 20:43 24.08.2023) ვიურტემბერგის გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი კი ასეთი იყო...
გერმანელები (ალბათ ისევე, როგორც სხვა ხალხები) ნაგავს პირდაპირ ღობის იქით, ან სადაც მოუხერხდებოდათ, იქ ყრიდნენ. ამ ნაგავში შედიოდა როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ისე დაღუპული პირუტყვი, შინაური ცხოველები, ძვლები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი. ადგილი ჰქონდა ანტისანიტარიას, ვრცელდებოდა დაავადებები და, რა თქმა უნდა, იდგა საშინელი მყრალი სუნი.
XV საუკუნეში ვიურტემბერგის (გერმანიის ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთში, მიეკუთვნება შვაბიას) გრაფს ყელში ამოუვიდა ეს სიმყრალე და გამოსცა ბრძანებები, რომ საქონლისა და ადამიანების ფეკალიები უნდა გაეტანათ გარეუბანში ან მდინარეზე, თანაც — ღამით. ამ ბრძანებების შესახებ, რა თქმა უნდა, დაივიწყეს, რადგან მისი შესრულების შემოწმება არარეალური იყო.
მაშინ გრაფმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის შედეგად შვაბიის ქალაქები თვალშისაცემად გასუფთავდა. ბრძანების არსი ასეთი იყო: თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს მეზობელს ერთი-ორი კვირა არ გააქვს ნაგავი და ამის შესახებ არ განაცხადეთ, დაისჯება არა მხოლოდ თქვენი მეზობელი, არამედ თქვენც. ხოლო თუ მეზობელი დაასმინეთ, მაშინ უფლება გაქვთ მისი მიწის ნაწილი მიიღოთ. ამის შედეგად ყოველ შაბათს ყველა დემონსტრაციულად და საგულდაგულოდ წმენდდა ნაგვისგან საკუთარ ეზოსა და მის წინ ტერიტორიას, რადგან დასმენისა და დასჯის ეშინოდა.
რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, დასმენის დაძალების განხილვა შეიძლება როგორც პიროვნების თავისუფლებაზე ძალადობა, მაგრამ, მეორე მხრივ, შვაბებმა სოფლებსა და ქალაქებში მალე დაამყარეს სისუფთავე — შვაბების დიალექტზე არის სპეციალური სიტყვა „კერვოხე“, რომელიც შაბათ დღეს დალაგებას უკავშირდება. შვაბების „კერვოხე“ კი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გახდა.
P.S. „დასმენის ინსტიტუტის“ ამუშავება ტექნიკის არნახული მიღწევების საუკუნეში ნამდვილად აღარ არის საჭირო.
უბრალოდ, მივბაძოთ გერმანელებს, მოვუაროთ ჩვენ-ჩვენ ქალაქსა და სოფელს და თუ არ დავგვით ჩვენი ეზოსა და სახლის წინ, ნუ დავანაგვიანებთ მაინც! ამას კი მხოლოდ ერთი რამ შეგვაძლებინებს — ჩვენი ქალაქის, სოფლის, უბნის, ქუჩის სიყვარული.