კინემატოგრაფისტების ახალი მოთხოვნა - კინოცენტრის ბოიკოტი გრძელდება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიგადაღებები
გადაღებები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
პროტესტის ნიშნად კინემატოგრაფისტებმა აგვისტოდან უარი თქვეს კინოცენტრის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. გაფიცული კინემატოგრაფისტები კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესების შეცვლას მოითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია კინემატოგრაფისტების განცხადებაში.
2023 წლის 11 ივნისს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. სწორედ ამის შემდეგ კინემატოგრაფისტებმა გაფიცვა გამოაცხადეს და უარი თქვეს კინოცენტრის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე.

„მოვითხოვთ კინოცენტრის დირექტორის პოზიცია არჩეული იქნეს მხოლოდ კინოცენტრის წარმომადგენლების და ფართო საზოგადოების მიერ“, – განაცხადა რეჟისორმა ნინო გოგუამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ბოიკოტი არ შეეხება კინოცენტრის იმ პროექტებს, რომლებზეც დაფინანსება უკვე მიღებულია.
„ბოიკოტი არ ეხება იმ პროექტებსა და ფილმებს, რომელთაც უკვე აქვთ მიღებული კინოცენტრის დაფინანსება. ასეთ პროექტებს უკვე აკისრიათ ფინანსური და იურიდიული ვალდებულებები და მათი არშესრულება ჩაითვლება კანონდარღვევად“, – განაცხადა გოგუამ.
კინემატოგრაფისტების თქმით, ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, რადგან, მათი თქმით, „არ სურთ იყონ ფორმალური თანამონაწილეები პროცესისა, რომელსაც ქართული კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისკენ მიჰყავს“.
ყველა ახალი ამბავი
0