https://sputnik-georgia.com/20230824/ilon-maski-sorosi-ria-sazogadoeba-281602898.html
ილონ მასკი სოროსის „ღია საზოგადოებას“ სასამართლოში უჩივლებს
ილონ მასკი სოროსის „ღია საზოგადოებას“ სასამართლოში უჩივლებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ილონ მასკი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებას" (Open Society Foundations — OSF), რომელიც, მისი... 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T10:43+0400
2023-08-24T10:43+0400
2023-08-24T15:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ილონ მასკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0b/248950951_0:0:2959:1665_1920x0_80_0_0_5296ffa94cc44cfe09998f177e488641.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ილონ მასკი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებას" (Open Society Foundations — OSF), რომელიც, მისი თქმით, დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება.მასკის თქმით, „ღია საზოგადოების“ ინფორმაცია, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სიძულვილის გამომხატველი გამონათქვამები გახშირდა, სწორედ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.მანამდე ბენ სკალანმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ირლანდიასა და შოტლანდიაში ინტერნეტ-ცენზურის გამკაცრებას ლობირებენ.როგორც სკალანის მასალაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ღია საზოგადოება“, ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატაროს მათ სახლებში, ვინც „სიძულვილის ენის" გამოყენებაშია მხილებული — შეამოწმოს მათი პირადი ტელეფონები და კომპიუტერები.ჟურნალისტის თქმით, სოროსის ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ამ ზომებს ადგილობრივ მოსახლეობაში სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულის ზრდით ამართლებენ. სკალანის განმარტებით, არასამთავრობოების ეს დეზინფორმაცია ვრცელდება იმისთვის, რათა „სიტყვის თავისუფლების დათრგუნვის დრაკონული ზომები გაამართლონ".
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0b/248950951_158:0:2889:2048_1920x0_80_0_0_71d258a28428bde3f5d5d398551fb161.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ილონ მასკი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ილონ მასკი
ილონ მასკი სოროსის „ღია საზოგადოებას“ სასამართლოში უჩივლებს
10:43 24.08.2023 (განახლებულია: 15:00 24.08.2023) თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ილონ მასკი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ჯორჯ სოროსის ფონდ „ღია საზოგადოებას" (Open Society Foundations — OSF), რომელიც, მისი თქმით, დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება.
მასკის თქმით, „ღია საზოგადოების“ ინფორმაცია, რომ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სიძულვილის გამომხატველი გამონათქვამები გახშირდა, სწორედ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.
„X სარჩელს შეიტანს სასამართლოში, რათა ეს შეწყდეს. მოუთმენლად ველი, რომ ეს სასამართლო პროცესი დაიწყოს!" — ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი სხვა იუზერის კომენტარს ჟურნალისტ ბენ სკალანის პუბლიკაციაზე.
მანამდე ბენ სკალანმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ირლანდიასა და შოტლანდიაში ინტერნეტ-ცენზურის გამკაცრებას ლობირებენ.
როგორც სკალანის მასალაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ღია საზოგადოება“, ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატაროს მათ სახლებში, ვინც „სიძულვილის ენის" გამოყენებაშია მხილებული — შეამოწმოს მათი პირადი ტელეფონები და კომპიუტერები.
ჟურნალისტის თქმით, სოროსის ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ამ ზომებს ადგილობრივ მოსახლეობაში სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი დანაშაულის ზრდით ამართლებენ. სკალანის განმარტებით, არასამთავრობოების ეს დეზინფორმაცია ვრცელდება იმისთვის, რათა „სიტყვის თავისუფლების დათრგუნვის დრაკონული ზომები გაამართლონ".