მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაზე შეთანხმდნენ BRICS-ის ქვეყნების ლიდერები: შემაჯამებელი დეკლარაცია

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. BRICS-ის ქვეყნები მხარს უჭერენ გაეროს რეფორმირებას, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლობის გაფართოებას მსოფლიო ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში, ასევე ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სურვილს, ითამაშონ უფრო დიდი როლი უშიშროების საბჭოში, ნათქვამია გაერთიანების მე-15 სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს ყოვლისმომცველ რეფორმას, უშიშროების საბჭოს ჩათვლით, რათა მსოფლიო ორგანიზაცია გახდეს უფრო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი, ეფექტური და ქმედითუნარიანი, გაზარდოს განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლობა უშიშროების საბჭოში, რათა ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გლობალურ გამოწვევებს და მხარი დაუჭიროს აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების, მათ შორის ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კანონიერ სწრაფვას, ითამაშონ უფრო მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო საქმეებში", — აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელსაც "იოჰანესბურგი-2" ეწოდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ BRICS-ი ერთგულია ნიგერში, ლიბიაში და სუდანში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ გაეროსა და აფრიკის კავშირის ბაზაზე.
„ჩვენ ვაფასებთ გაეროს, აფრიკის კავშირისა და სუბრეგიონული ორგანიზაციების კოლექტიურ ძალისხმევას რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, პოსტკონფლიქტური აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებისგან ამ ძალისხმევის მხარდაჭერის გაგრძელებას ისეთი საშუალებების გამოყენებით, როგორებიცაა დიალოგი, მოლაპარაკებები, კონსულტაციები, შუამავლობა", — ნათქვამია დეკლარაციაში.

ეროვნული ვალუტების გამოყენება

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერები მხარს უჭერენ ეროვნული ვალუტების უფრო აქტიურ გამოყენებას ფინანსურ ოპერაციებში.
"ჩვენ აღვნიშნავთ ეროვნული ვალუტების გამოყენების ხელშეწყობის მნიშვნელობას საერთაშორისო ვაჭრობაში და ფინანსურ ტრანზაქციებში BRICS-ის წევრებსა და სავაჭრო პარტნიორებს შორის", - ნათქვამია დეკლარაციაში.
BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს დაავალეს, შეისწავლონ ეს საკითხი მომდევნო სამიტისთვის.
BRICS-ის ქვეყნები ასევე მიიჩნევენ, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის დაუბალანსებელი აღდგენა იწვევს მსოფლიოში უთანასწორობის გაზრდას.
„აღვნიშნავთ, რომ პანდემიის შოკისა და სირთულეების შემდეგ [ეკონომიკის] დაუბალანსებელი აღდგენა ზრდის უთანასწორობას მთელ მსოფლიოში", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
გარდა ამისა, BRICS-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ძალისხმევას პანდემიის საპასუხოდ.
„ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გლობალური პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების კოლექტიური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად", — ნათქვამია დოკუმენტში.
BRICS-ის ქვეყნების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების ვირტუალურ ვაქცინების კვლევისა და განვითარების ცენტრს მხარდაჭერა გაგრძელდეს.
მანამდე BRICS-ის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არგენტინა, ეგვიპტე, ირანი, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.
BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს გაიმართა. მას ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები დაესწრნენ. რუსეთს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მონაწილეობდა.
BRICS-ი ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აერთიანებს, თუმცა ბოლო დროს ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების სურვილი უკვე 23 სახელმწიფომ გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0