https://sputnik-georgia.com/20230824/bakurcixe-wnoris-semovliti-gzis-msenebloba-grzeldeba-281602725.html
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
Sputnik საქართველო
ეს მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T10:29+0400
2023-08-24T10:29+0400
2023-08-24T14:52+0400
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281587160_1:0:550:309_1920x0_80_0_0_6f123038aca074753a82e60a61528a02.png
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბაკურციხე–წნორის 16,6 კილომეტრიანი შემოვლითი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტზე მიწაყრილის მოწყობა, სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და კერძო ნაკვეთებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის რკინა-ბეტონის სარწყავი არხების მშენებლობა, აღნიშნულია განცხადებაში. გზის ეს მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელსაც სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს. ამჟამად მოქმედი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის, ამიტომ გახდა საჭირო შემოვლითი გზის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, აშენდება ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა და 6 ხიდი. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია. მისი რეალიზება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და ის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ახალი მონაკვეთი გახდება. ეს გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო). შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281587160_69:0:481:309_1920x0_80_0_0_d996856ac1a1a68b00e96b920c9f0f99.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება
10:29 24.08.2023 (განახლებულია: 14:52 24.08.2023) ეს მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. ბაკურციხე–წნორის 16,6 კილომეტრიანი შემოვლითი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად გრძელდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტზე მიწაყრილის მოწყობა, სახიდე გადასასვლელების, ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა და კერძო ნაკვეთებისთვის და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის რკინა-ბეტონის სარწყავი არხების მშენებლობა,
აღნიშნულია განცხადებაში.
გზის ეს მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელსაც სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს. ამჟამად მოქმედი გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის, ამიტომ გახდა საჭირო შემოვლითი გზის მშენებლობა.
პროექტის მიხედვით, აშენდება ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა და 6 ხიდი. პროექტის ღირებულება 87,8 მილიონი ლარია. მისი რეალიზება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და ის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ახალი მონაკვეთი გახდება.
ეს გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო).
შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს.
ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების ეკოლოგიურ მდგომარეობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.