აჭარაში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerდაჭრილი ხის მორები
დაჭრილი ხის მორები - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2023
გამოწერა
არ არის გამორიცხული, რომ უკანონო საამქროების მფლობელებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში და სოფელ ოლადაურში დალუქეს.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტებია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 60-მდე „საქმიანი ეზო" მოეწყობა>>
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის სტაბილური მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია დასავლეთ საქართველოს ტყეები. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ფართოფოთლოვანი ჯიშები დომინირებს – მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0