https://sputnik-georgia.com/20230824/alternatiuli-marsruti-baqo-tbilisi-yarsis-saqartvelos-monakvetze-remontia-281624922.html
ალტერნატიული მარშრუტი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე რემონტია
ალტერნატიული მარშრუტი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე რემონტია
Sputnik საქართველო
ახალი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა ტვირთების დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს. 24.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-24T17:38+0400
2023-08-24T17:38+0400
2023-10-02T17:14+0400
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
აზერბაიჯანი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_0:0:3079:1733_1920x0_80_0_0_ca6a8d3ad33ae0a545e764ceb51c5073.jpg
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. „აზერბაიჯანის რკინიგზის" შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით ტვირთების მიმწოდებლებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“. ADY Container-ის ინფორმაციით, ახალი მარშრუტი თურქული პორტებიდან (დერინჯე, მერსინი, ალსანჯაკი, მარპორტი, ევიაპი) ქართულ პორტებში (ფოთი, ბათუმი) ტვირთების მიწოდებას ითვალისწინებს. შემდეგ კონტეინერები გადაიტვირთება პლატფორმებზე და რკინიგზით ბაქოს პორტში გაიგზავნება. ტვირთები მერე გადანაწილდება ყაზახეთის პორტ აქტაუში და თურქმენეთის პორტ თურქმენბაშში, იქიდან კი რკინიგზით გაიგზავნება დანიშნულების ადგილებზე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. კომპანიის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ახალი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ტვირთების დროულ მიწოდებას და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას.
აზერბაიჯანი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0e/252582541_197:0:2928:2048_1920x0_80_0_0_bf019299d30ccb24099f53e2d517cd15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, აზერბაიჯანი, საქართველო
ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, აზერბაიჯანი, საქართველო
ალტერნატიული მარშრუტი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე რემონტია
17:38 24.08.2023 (განახლებულია: 17:14 02.10.2023) ახალი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა ტვირთების დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. „აზერბაიჯანის რკინიგზის" შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით ტვირთების მიმწოდებლებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
ADY Container-ის ინფორმაციით, ახალი მარშრუტი თურქული პორტებიდან (დერინჯე, მერსინი, ალსანჯაკი, მარპორტი, ევიაპი) ქართულ პორტებში (ფოთი, ბათუმი) ტვირთების მიწოდებას ითვალისწინებს.
შემდეგ კონტეინერები გადაიტვირთება პლატფორმებზე და რკინიგზით ბაქოს პორტში გაიგზავნება. ტვირთები მერე გადანაწილდება ყაზახეთის პორტ აქტაუში და თურქმენეთის პორტ თურქმენბაშში, იქიდან კი რკინიგზით გაიგზავნება დანიშნულების ადგილებზე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
კომპანიის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ახალი სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლა უზრუნველყოფს ტვირთების დროულ მიწოდებას და მიწოდების ჯაჭვის მთლიანობას.