https://sputnik-georgia.com/20230823/tveris-olqsi-kerzo-tvitmfrinavi-camovarda-mgzavrebs-soris-prigojini-iyo-281600402.html
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მგზავრებს შორის პრიგოჟინი იყო
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მგზავრებს შორის პრიგოჟინი იყო
Sputnik საქართველო
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T22:41+0400
2023-08-23T22:41+0400
2023-08-23T22:41+0400
რუსეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274184038_38:40:593:352_1920x0_80_0_0_3855f337776048ad3bd3aa24faa39777.jpg
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy ათი ადამიანით ბორტზე ჩამოვარდა ტვერის ოლქში, მგზავრთა სიაში „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარია მითითებული, იუწყება „რია ნოვოსტი“ „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. თვითმფრინავი სოფელ კუჟენკინოს მახლობლად ჩამოვარდა. მაშველები ამ წუთებში საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. „როსავიაციაში“ განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ სიტუაციას ტვერის ოლქის გუბერნატორი იგორ რუდენია აკონტროლებს. როგორც რეგიონის მთავრობაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. ისინი ადგენენ ინციდენტის დეტალებს და ასევე აზუსტებენ დაღუპულთა რაოდენობას.მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავარიის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/18/274184038_16:0:587:428_1920x0_80_0_0_eabedd5d20045dec671e6c289b1afcbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, შემთხვევები
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მგზავრებს შორის პრიგოჟინი იყო
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy ათი ადამიანით ბორტზე ჩამოვარდა ტვერის ოლქში, მგზავრთა სიაში „ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარია მითითებული, იუწყება „რია ნოვოსტი“ „როსავიაციაზე“ დაყრდნობით.
„ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
თვითმფრინავი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. თვითმფრინავი სოფელ კუჟენკინოს მახლობლად ჩამოვარდა. მაშველები ამ წუთებში საძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. „როსავიაციაში“ განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ სიტუაციას ტვერის ოლქის გუბერნატორი იგორ რუდენია აკონტროლებს. როგორც რეგიონის მთავრობაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავი ორგანოების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. ისინი ადგენენ ინციდენტის დეტალებს და ასევე აზუსტებენ დაღუპულთა რაოდენობას.
მოგვიანებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავარიის ადგილზე რვა ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.