https://sputnik-georgia.com/20230823/televiziebisa-da-radiosmauwyeblebis-sareklamo-semosavlebi-izrdeba-281576000.html
ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები იზრდება
ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები იზრდება
Sputnik საქართველო
საქართველოში 2021 წელს კაზინოსა და ონლაინ-თამაშების რეკლამის აკრძალვის შემდეგ ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლების შემოსავლებმა რეკლამებისგან იკლო. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T13:01+0400
2023-08-23T13:01+0400
2023-08-23T18:59+0400
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24099/40/240994071_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_bdf25869ab57cfba7b74d260a42bf9bb.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელე- და რადიომაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22,4%-ით გაიზარდა და 23,3 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. ამასთან, ტელევიზიების შემოსავალმა ამავე პერიოდში 21,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 3,9 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66,9% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 5,1%-ით შემცირდა. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18,9%-ით გაიზარდა და 1,9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90,6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9,3%-ს შეადგენს. საქართველოში 2021 წელს კაზინოსა და ონლაინ-თამაშების რეკლამის აკრძალვის შემდეგ სატელევიზიო და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა იკლო. შემოსავლების ვარდნის ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნებული იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24099/40/240994071_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_db563b67e56230616ae0223175a8ebc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები იზრდება
13:01 23.08.2023 (განახლებულია: 18:59 23.08.2023) საქართველოში 2021 წელს კაზინოსა და ონლაინ-თამაშების რეკლამის აკრძალვის შემდეგ ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლების შემოსავლებმა რეკლამებისგან იკლო.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ტელე- და რადიომაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22,4%-ით გაიზარდა და 23,3 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ამასთან, ტელევიზიების შემოსავალმა ამავე პერიოდში 21,4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 3,9 მილიონი ლარით აღემატება.
ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66,9% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 5,1%-ით შემცირდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18,9%-ით გაიზარდა და 1,9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 90,6% უკავია, სპონსორობის წილი კი 9,3%-ს შეადგენს.
საქართველოში 2021 წელს კაზინოსა და ონლაინ-თამაშების რეკლამის აკრძალვის შემდეგ სატელევიზიო და რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა იკლო. შემოსავლების ვარდნის ტენდენცია 2023 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნებული იყო.