საქართველოში მოწმდება ასობით ობიექტი, სადაც პესტიციდები და აგროქიმიკატები იყიდება

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიკიტრის მოყვანა
კიტრის მოყვანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2023
გამოწერა
საქართველოში ბაზარზე აგროქიმიკატების ხარისხს ამოწმებენ.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები 2023 წელს დაახლოებით 600 ობიექტს შეამოწმებენ, რომლებიც პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს ყიდიან, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შემოწმების მიზანია მცენარეთა დაცვის უხარისხო საშუალებების გავრცელების აღკვეთა.
სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა დაახლოებით 300 ობიექტზე. 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა, ასევე რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
ინსპექტორები წელს მსგავსი საქმიანობის ყველა, ანუ 600 ობიექტს შეამოწმებენ. ასევე დაგეგმილია მცენარეთა დაცვისთვის განკუთვნილი დაახლოებით 500 პრეპარატის ნიმუშის შემოწმება.
შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.
ყველა ახალი ამბავი
0