მიმოხილვა: რუსეთის სამხედრო ძალების წინსვლა კუპიანსკის მიმართულებით

© photo: Sputnik / Alexey Maishev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2023
გამოწერა
НовостиTelegram
რუსეთის ჯარების დაჯგუფება „დასავლეთის“ ქვედანაყოფებმა ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით 21 აგვისტოს მოწინააღმდეგის რამდენიმე საყრდენი პუნქტიდან გაძევება, რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკის განადგურება და უკრაინის სამხედრო ძალების სოფელ სინკოვკიდან გაწევა მოახერხეს, რომელიც ქალაქ კუპიანსკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს და რეგიონის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონტროლის ქვეშ უკვე ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.
უკრაინის სამხედრო ძალების გენერალურმა შტაბმა რთული ვითარებისა და ფრონტის დიდი ალბათობით ჩამოშლის შესახებ გააკეთა განცხადება. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ სასწრაფოდ მოითხოვა სარდლობის თათბირის მოწვევა კუპიანსკის რაიონში არსებული სიტუაციის გამო.
მოწინააღმდეგე იძულებულია გადაისროლოს ჯარები არტიომოვსკის მიმართულებიდან კუპიანსკის მიმართულებით და ბრძოლაში სტრატეგიული რეზერვის ელიტური ნაწილები შეიყვანოს ბრიტანული ტანკებით Challenger, ამერიკული BTR Stryker-ებითა და გერმანული BMP Marder-ებით.
„ელიტის“ გარდაუვალი განადგურების შემდეგ ფრონტის ხაზზე ცუდად მომზადებული უკრაინელი რეზერვისტები დარჩებიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა დახვრეტებით ცდილობს ჯარების უკან დახევის (გაქცევის) შეჩერებას, მაგრამ უკრაინული არმიის საშტაბო სტრუქტურებმა კუპიანსკი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დატოვეს. გაიქცა სამოქალაქო ადმინისტრაციაც.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჩერების მიზნით უკრაინის სამხედრო-საინჟინრო ქვედანაყოფები ხიდებს აფეთქებენ. კიევის რეჟიმი განაგრძობს ხარკოვის ოლქის მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას, ასევე „ტოტალურ" მობილიზაციას ყველა კონტროლირებად რეგიონში.
ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსები და სტრატეგები, იმისათვის, რომ კონტრშეტევა წარმატებული იყოს, სამხედრო ძალებში ერთდროულად სამ მილიონამდე ადამიანის გაწვევის წინადადებას აყენებენ. მათ არ ესმით, რომ ასეთ ჯარს უმცროსი ოფიცრები და იარაღი, ნატოს ქვეყნების ეკონომიკური რესურსები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები უბრალოდ არ ეყოფა.
სასწაულები არ ხდება. დასავლეთის მიერ დაპირებული ასობით ტანკიდან კიევმა მხოლოდ 60 „ლეოპარდი" მიიღო, რომელთა ნახევარი ზაფხულის ორ თვეში დაიწვა. ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურ ჯეიმს ჰეკერის აზრით, F-16-ების ბრძოლისუნარიან ფლოტს (ორი ესკადრილია) უკრაინა 2027 წელზე ადრე ვერ მიიღებს.

დასავლეთის დაგვიანებული გამოფხიზლება

22 აგვისტოს ამერიკულმა გაზეთმა Wall Street Journal-მა დეტალურად აღწერა სიტუაცია კუპიანსკის მახლობლად, რომელზე შეტევასაც „აპირებს რუსეთი“.
სოფელ სინკოვკის ჩრდილოეთით ტერიტორია უკრაინის არმიამ დანაღმა, რათა რუსეთის ჯარების წინსვლას „სტრატეგიული სიმაღლეებისკენ" ხელი შეუშალონ. ბოლო კვირების განმავლობაში რუსული არტილერიის მხრიდან დაცხრილვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტივობა ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში, ხარკოვის ოლქში უკრაინელ მეთაურებს ხელს უშლის, თავი მოუყარონ ყველა ძალას ზაპოროჟიეს მიმართულებით გარღვევისთვის.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხანგრძლივ კონფლიქტში „რუსეთს, თავისი უზარმაზარი თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსით და მოსახლეობით, რომელიც სამჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობას, აშკარა უპირატესობა ექნება".
თეთრ სახლს უკვე ეჭვი არ ეპარება უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგიულ წარუმატებლობაში (რაც ნატოს ქვეყნების პოტენციალს ჩრდილს აყენებს).
ამერიკელები უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებენ უკრაინის სამხედრო ძალებს და მოუწოდებენ კიევს, რისკზე წავიდეს.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, სამხედრო ანალიტიკოსმა დუგლას მაკგრეგორმა ადრე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო პირების იძულებითი მობილიზების გამო, რომლებიც მზად არ არიან საბრძოლო მოქმედებებისთვის მორალურად და ფიზიკურად — ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ბარდება, 100-200 კაციანი ქვედანაყოფებით.
აზოვის ზღვისკენ მიმავალი გზა საიმედოდ არის დახურული დანაღმული ველებითა და რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი პოზიციებით.
„სასტიკი სიმართლე“ 19FortyFive-სგან: „უკრაინას არ აქვს რაციონალური გზა რუსეთზე გამარჯვებისთვის“, „იმ ტერიტორიების შესანარჩუნებლად, რომლებსაც კიევი ამჟამად ფლობს, და მიწების შემდგომი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად უკრაინა უნდა შეეგუოს მკაცრ რეალობას“.
დრო ამერიკისა და ევროპის ლიმიტროფების მხარეს არ არის.
ბრიტანული ჟურნალი The Economist აღნიშნავს, რომ უკრაინული საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება უზარმაზარი დანაკარგებისა და ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო.
კიევი იმედგაცრუებულია დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის არასაკმარისი რაოდენობით და საჰაერო მხარდაჭერის არარსებობით. ამ ბნელ ფონზე უკრაინის სამხედრო ძალების გენშტაბმა კატეგორიულად აუკრძალა უცხოელ და უკრაინელ ჟურნალისტებს ფრონტის ხაზზე ყოფნა. გამონაკლისები მხოლოდ სარდალ ვალერი ზალუჟნის წერილობითი ნებართვით დაიშვება.
მიუხედავად მობილიზაციის რამდენიმე ტალღისა, დასავლური სამხედრო ტექნიკის მიწოდებისა და ნატოს დაზვერვის ყოვლისმომცველი დახმარებისა, ზაფხულის კამპანიამ ვერ მიაღწია მიზნებს.
აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელობის აზრით, აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების გაყინვა და უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა 2024 წლის აქტივობის ახალი ციკლისთვის.
ასეთი გეგმები არ არის რეალისტური. სამხედრო კონფლიქტის მრავალწლიანი „ეპიზოდური" ფორმატი რუსეთს არ აწყობს. რამდენიმე კვირაში კი უკრაინისთვის 43 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტი ამოიწურება, და დასავლეთს უკვე ციებ-ცხელება აქვს.
კორპორაცია RAND-ის უფროსმა პოლიტოლოგმა სემუელ ჩარაპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ აქვს არანაირი გეგმა B სამხედრო-პოლიტიკური მარცხის შემთხვევაში. ეს გამაოგნებელი უგუნურებაა.
ვაშინგტონის „უკრაინული პროექტის“ ნათელი ეპიტაფია გამოცემა 19FortyFive-სგან: „წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 100 მილიარდ დოლარზე მეტი ჩადო და ათასობით ჯავშანმანქანა, მილიონობით ვაზნები და რაკეტები გაგზავნა, განახორციელა მნიშვნელოვანი სადაზვერვო მხარდაჭერა. ახლა კი უნდა ვაღიაროთ, რომ ამხელა ინვესტიციამ ვერ მოახერხა რუსეთის შეჭრის უკუქცევა“.
უფრო ობიექტურად რომ ვთქვათ, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ ვერ შეაჩერეს რუსეთის ისტორია და კაცობრიობის მოძრაობა მრავალპოლარული სამყაროს თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოებისკენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0