https://sputnik-georgia.com/20230823/ratom-gaxsirda-nawlavuri-infeqciebi-281583222.html
რატომ გახშირდა საქართველოში ნაწლავური ინფექციები
რატომ გახშირდა საქართველოში ნაწლავური ინფექციები
Sputnik საქართველო
როდესაც კვების ობიექტები ძალიან გადატვირთულია, პროდუქტებს კარგად არ რეცხავენ, განმარტა ინფექციონისტმა. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T17:07+0400
2023-08-23T17:07+0400
2023-08-23T21:10+0400
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183223_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_8d04113fc236af1962847e078b4106fc.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში იმატა ნაწლავური ინფექციების შემთხვევებმა და ეს ზაფხულის სეზონზე ბევრი ადამიანის თავმოყრას, ასევე კვების ობიექტებში სანიტარიული ნორმების დაუცველობას უკავშირდება, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა. მისი თქმით, ბევრი ბრუნდება კურორტებიდან დიარეასთან დაკავშირებული პრობლემებით – ფაღარათით, გულისრევით, ტემპერატურით და ა.შ. მან განმარტა, რომ როდესაც კვების ობიექტები გადატვირთულია, ხშირად პროდუქტებს კარგად არ რეცხავენ. ბუწაშვილის რეკომენდაციაა, დიარეის დროს ადამიანებმა მიიღონ ბევრი სითხე, არ მიიღონ ხილის წვენები, ჭამონ მოხარშული საკვები და არ დაიწყონ თვითმკურნალობა, კერძოდ, არ დალიონ ანტიბიოტიკები, რამაც დიარეის დროს შეიძლება ორგანიზმს ავნოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183223_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_511ee093a930ac5ed84b203e88139982.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რატომ გახშირდა საქართველოში ნაწლავური ინფექციები
17:07 23.08.2023 (განახლებულია: 21:10 23.08.2023) როდესაც კვების ობიექტები ძალიან გადატვირთულია, პროდუქტებს კარგად არ რეცხავენ, განმარტა ინფექციონისტმა.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში იმატა ნაწლავური ინფექციების შემთხვევებმა და ეს ზაფხულის სეზონზე ბევრი ადამიანის თავმოყრას, ასევე კვების ობიექტებში სანიტარიული ნორმების დაუცველობას უკავშირდება, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, ბევრი ბრუნდება კურორტებიდან დიარეასთან დაკავშირებული პრობლემებით – ფაღარათით, გულისრევით, ტემპერატურით და ა.შ.
„ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, განსაკუთრებით კურორტებზე... ნაწლავური ინფექცია მარტივად ვრცელდება. რეკომენდაციაა, რომ როდესაც კურორტზე ვიმყოფებით, მივიღოთ ბოთლის წყალი ან დარწმუნებული ვიყოთ წყლის სისუფთავეში. მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლის სისუფთავეშიც არ ხართ დარწმუნებული, მაგალითად, სალათები", – განაცხადა ბუწაშვილმა პრეს-ცენტრ „მთავარში".
მან განმარტა, რომ როდესაც კვების ობიექტები გადატვირთულია, ხშირად პროდუქტებს კარგად არ რეცხავენ.
ბუწაშვილის რეკომენდაციაა, დიარეის დროს ადამიანებმა მიიღონ ბევრი სითხე, არ მიიღონ ხილის წვენები, ჭამონ მოხარშული საკვები და არ დაიწყონ თვითმკურნალობა, კერძოდ, არ დალიონ ანტიბიოტიკები, რამაც დიარეის დროს შეიძლება ორგანიზმს ავნოს.