https://sputnik-georgia.com/20230823/ra-ganixiles-saqartvelos-da-belgiis-sagareo-saqmeta-ministrebma-tbilissi-281595341.html
რა განიხილეს საქართველოს და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში
რა განიხილეს საქართველოს და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში
Sputnik საქართველო
ლაბიბის ვიზიტის მიზანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა – ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T20:07+0400
2023-08-23T20:07+0400
2023-08-23T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბელგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281592795_0:156:2048:1309_1920x0_80_0_0_7278db756447d44f9a346478fcbdc284.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა - ეს და სხვა საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და მისმა ბელგიელმა კოლეგა აჯა ლაბიბიმ, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა. ოთხი დღის განმავლობაში მინისტრმა უნდა მოინახულოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე.ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა.ლაბიბის ვიზიტის მიზანია, ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარსსაქართველომ და ბელგიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი აჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა.
საქართველო
ბელგია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281592795_163:124:1818:1366_1920x0_80_0_0_e398bc309718eab946b68e4caa99292f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ბელგია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ბელგია
რა განიხილეს საქართველოს და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში
20:07 23.08.2023 (განახლებულია: 22:31 23.08.2023) ლაბიბის ვიზიტის მიზანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა – ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობა - ეს და სხვა საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და მისმა ბელგიელმა კოლეგა აჯა ლაბიბიმ, ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი აჯა ლაბიბი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა. ოთხი დღის განმავლობაში მინისტრმა უნდა მოინახულოს სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე.
ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის პროგრესი და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული, რაც აისახება შესაბამის გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2023 წელს ბელგიის კულტურული ფესტივალი „ევროპალია” საქართველოსა და ქართულ კულტურას მიეძღვნება, რაც კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობისა.
ლაბიბის ვიზიტის მიზანია, ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს
საქართველომ და ბელგიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.
ყოფილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი აჯა ლაბიბი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2022 წლის ივლისში დაინიშნა.