https://sputnik-georgia.com/20230823/meqas-uzlieresi-qarisxali-daatyda-tavs-281582869.html
მექას უძლიერესი ქარიშხალი დაატყდა თავს - ვიდეო მუსლიმთა წმინდა ქალაქიდან
მექას უძლიერესი ქარიშხალი დაატყდა თავს - ვიდეო მუსლიმთა წმინდა ქალაქიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საუდის არაბეთს უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მთელ ქვეყანას, თუმცა ყველაზე მეტად მუსლიმთა... 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T14:26+0400
2023-08-23T14:26+0400
2023-08-23T20:15+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
საუდის არაბეთი
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/35/236413573_0:213:4080:2508_1920x0_80_0_0_aa6c44a903b6cbd887a636ab85dc0224.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საუდის არაბეთს უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მთელ ქვეყანას, თუმცა ყველაზე მეტად მუსლიმთა წმინდა ქალაქი მექა დააზიანა, იუწყება Gulf News.გავრცელებული ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღწევდა.ქარიშხალმა წააქცია ლითონის მძიმე კონსტრუქციები და ელექტროგადამცემი ანძები, მოგლიჯა გარე განათების ბოძები.უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ჯიდას მტვრის ქარიშხალმა გადაუარა, ხოლო ცა ასევე მტვრის ღრუბლებით დაიფარა.სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ვერ უმკლავდებიან ადამიანები ქარს, თუმცა ზოგიერთი მომლოცველი მაინც განაგრძობს ლოცვას ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად.სამშაბათს, დილით საუდის არაბეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ცენტრმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომელიც დეტალურად აღწერს ქვეყანაში მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს. ძლიერი ქარის თანმხლები ელჭექი მოსალოდნელია მედინაში, მექაში, ასირში, ჯაზანსა და ალ-ბახაში.
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23641/35/236413573_227:0:3854:2720_1920x0_80_0_0_0c6111e5bb1ac337092e0de01caa6170.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, საუდის არაბეთი , ბუნებრივი კატასტროფები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, საუდის არაბეთი , ბუნებრივი კატასტროფები
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საუდის არაბეთს უძლიერესი შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მთელ ქვეყანას, თუმცა ყველაზე მეტად მუსლიმთა წმინდა ქალაქი მექა დააზიანა, იუწყება Gulf News.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 80 კილომეტრს აღწევდა.
ქარიშხალმა წააქცია ლითონის მძიმე კონსტრუქციები და ელექტროგადამცემი ანძები, მოგლიჯა გარე განათების ბოძები.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ჯიდას მტვრის ქარიშხალმა გადაუარა, ხოლო ცა ასევე მტვრის ღრუბლებით დაიფარა.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ვერ უმკლავდებიან ადამიანები ქარს, თუმცა ზოგიერთი მომლოცველი მაინც განაგრძობს ლოცვას ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად.
სამშაბათს, დილით საუდის არაბეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა ცენტრმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომელიც დეტალურად აღწერს ქვეყანაში მომდევნო 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს.
ძლიერი ქარის თანმხლები ელჭექი მოსალოდნელია მედინაში, მექაში, ასირში, ჯაზანსა და ალ-ბახაში.