https://sputnik-georgia.com/20230823/gaeros-sasamartlom-kievis-sarcelis-mosmenebis-tariri-daasaxela-281579148.html
კიევის სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ: გაეროს სასამართლომ მოსმენების თარიღი დაასახელა
კიევის სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ: გაეროს სასამართლომ მოსმენების თარიღი დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის ფარგლებში მოსმენებს 18-27 სექტემბერს გამართავს... 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T16:45+0400
2023-08-23T16:45+0400
2023-08-23T21:06+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (icj)
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281578978_598:654:3077:2048_1920x0_80_0_0_3cc935f370f5dfd4397fb504ffb98fa8.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის ფარგლებში მოსმენებს 18-27 სექტემბერს გამართავს, იუწყება სასამართლოს პრეს-სამსახური.გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის დარღვევას შეეხება. მოსმენები რუსეთის მხრიდან გამოთქმულ წინასწარ წინააღმდეგობებს მიეძღვნება.როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, სხდომების დროს სიტყვა მიეცემა რუსეთის, უკრაინის, ასევე 30-ზე მეტი დასავლური ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მესამე მხარეებად არიან დაშვებული სარჩელის განხილვაში.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც „მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ასეთი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ინსტანციის წესებსა და მართლმსაჯულების ზოგად პრინციპებს“.უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის 26 თებერვალს შეიტანა. სარჩელში კიევი უარყოფს, რომ დონბასში მოხდა გენოციდი, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე სასამართლოსგან მოითხოვს აღიაროს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში და მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.წყარო: INTERNATIONAL COURT OF JUSTICE
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281578978_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_813fee16c3e381dce8e956d209c9b902.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (icj)
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (icj)
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგა) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის ფარგლებში მოსმენებს 18-27 სექტემბერს გამართავს, იუწყება სასამართლოს პრეს-სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის დარღვევას შეეხება. მოსმენები რუსეთის მხრიდან გამოთქმულ წინასწარ წინააღმდეგობებს მიეძღვნება.
როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი, სხდომების დროს სიტყვა მიეცემა რუსეთის, უკრაინის, ასევე 30-ზე მეტი დასავლური ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მესამე მხარეებად არიან დაშვებული სარჩელის განხილვაში.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც „მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ასეთი პრაქტიკა ეწინააღმდეგება ინსტანციის წესებსა და მართლმსაჯულების ზოგად პრინციპებს“.
უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2022 წლის 26 თებერვალს შეიტანა. სარჩელში კიევი უარყოფს, რომ დონბასში მოხდა გენოციდი, რომელიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთ მიზეზად იქცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარე სასამართლოსგან მოითხოვს აღიაროს, რომ რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი უკრაინაში და მის წინააღმდეგ მოქმედებებისთვის.