https://sputnik-georgia.com/20230823/aradgens-alkoholit-dazianebul-rvizls-281582097.html
აღადგენს ალკოჰოლით დაზიანებულ ღვიძლს: დროული რჩევა მეცნიერებისგან
აღადგენს ალკოჰოლით დაზიანებულ ღვიძლს: დროული რჩევა მეცნიერებისგან
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები ხელს უწყობს ალკოჰოლის მოხმარების შედეგად დაზიანებული ღვიძლის აღდგენას. კვლევის... 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T17:30+0400
2023-08-23T17:30+0400
2023-08-24T10:49+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281581918_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_f643abca97f09d0b4aadf3f7d8acc21b.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები ხელს უწყობს ალკოჰოლის მოხმარების შედეგად დაზიანებული ღვიძლის აღდგენას. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Journal of Medicinal Food.როგორც ცნობილია, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორებიცაა:ჩინელმა სწავლულებმა იუჰუა ბანომის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვებზე და დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები Lactobacillus rhamnosus სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ნაწლავურ მიკროფლორაზე, არამედ ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებით დაზიანებული ღვიძლის აღდგენაც შეუძლია.მეცნიერები კვლევის დროს თაგვებს 8 კვირის განმავლობაში ასმევდნენ ალკოჰოლს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი L. rhamnosus-ის (LGG) გრანულებს აძლევდნენ სხვადასხვა დოზებით. ეს გრანულები შედგებოდა სახამებლის, მშრალი უცხიმო რძის, რძის შრატის ფხვნილის, მიკროკრისტალური ცელულოზის, მალტოზისა და L. rhamnosus-ის ფერმენტირებული სითხისგან.შედეგებმა აჩვენა, რომ 8 კვირიანმა ალკოჰოლის ქრონიკულმა მოხმარებამ თაგვებში ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შემცირება გამოიწვია, გაიზარდა ნაწლავის pH მაჩვენებელი (დაქვეითდა მჟავიანობა) და დაფიქსირდა პათოგენური მიკრობების სწრაფი ზრდა. LGG-ს მოხმარებამ კი აღმოფხვრა ალკოჰოლური დისბაქტერიოზი, შეამცირა ცხიმების დაგროვება და ანთება ღვიძლში.მკვლევარების თქმით, ლაქტობაქტერიები, რომლებიც პრობიოტიკებში შედის, არეგულირებს ნაწლავურ მიკრობიოზს და აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, აუმჯობესებს მისი კედლის ლორწოვანი შრის იმუნურ სისტემას და ღვიძლში ლიპიდურ ცვლას.კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მედიკამენტების შექმნას ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281581918_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_85b65be7697169e71abbe9acf7d2f4a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები ხელს უწყობს ალკოჰოლის მოხმარების შედეგად დაზიანებული ღვიძლის აღდგენას. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში
Journal of Medicinal Food. როგორც ცნობილია, ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ისეთი დაავადებების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება;
ჩინელმა სწავლულებმა იუჰუა ბანომის ხელმძღვანელობით ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვებზე და დაადგინეს, რომ ლაქტობაქტერიები Lactobacillus rhamnosus სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს არა მარტო ნაწლავურ მიკროფლორაზე, არამედ ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღებით დაზიანებული ღვიძლის აღდგენაც შეუძლია.
მეცნიერები კვლევის დროს თაგვებს 8 კვირის განმავლობაში ასმევდნენ ალკოჰოლს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი L. rhamnosus-ის (LGG) გრანულებს აძლევდნენ სხვადასხვა დოზებით. ეს გრანულები შედგებოდა სახამებლის, მშრალი უცხიმო რძის, რძის შრატის ფხვნილის, მიკროკრისტალური ცელულოზის, მალტოზისა და L. rhamnosus-ის ფერმენტირებული სითხისგან.
შედეგებმა აჩვენა, რომ 8 კვირიანმა ალკოჰოლის ქრონიკულმა მოხმარებამ თაგვებში ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შემცირება გამოიწვია, გაიზარდა ნაწლავის pH მაჩვენებელი (დაქვეითდა მჟავიანობა) და დაფიქსირდა პათოგენური მიკრობების სწრაფი ზრდა. LGG-ს მოხმარებამ კი აღმოფხვრა ალკოჰოლური დისბაქტერიოზი, შეამცირა ცხიმების დაგროვება და ანთება ღვიძლში.
მკვლევარების თქმით, ლაქტობაქტერიები, რომლებიც პრობიოტიკებში შედის, არეგულირებს ნაწლავურ მიკრობიოზს და აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, აუმჯობესებს მისი კედლის ლორწოვანი შრის იმუნურ სისტემას და ღვიძლში ლიპიდურ ცვლას.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს ახალი მედიკამენტების შექმნას ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
ლაქტობაქტერიები შედის ისეთი რძემჟავა პროდუქტების შემადგენლობაში, როგორებიცაა: იოგურტი, კეფირი, მაწონი, დო, არაჟანი, ხაჭო, ყველის რბილი სახეობები.