https://sputnik-georgia.com/20230822/saqartvelosi-gasvilebas-146-bavsvi-elodeba-281559477.html
სევდიანი სტატისტიკა: საქართველოში გაშვილებას 146 ბავშვი ელოდება
სევდიანი სტატისტიკა: საქართველოში გაშვილებას 146 ბავშვი ელოდება
Sputnik საქართველო
ბავშვის შვილად აყვანის მსურველი 2.153 ადამიანია. 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T17:16+0400
2023-08-22T17:16+0400
2023-08-22T20:35+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23465/00/234650068_0:146:3041:1856_1920x0_80_0_0_19274a394584f445f57f30baf5094250.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გასაშვილებელის სტატუსი დღეის მდგომარეობით საქართველოში 146 ბავშვს აქვს, რომელთაგან 111 შეზღუდული შესაძლებლობების ან განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვია, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში. ბოლო 6 თვეში საქართველოში შვილად 22 ბავშვი აიყვანეს, მათგან ორი შშმ პირია. ამასთან, ბავშვის აყვანის მსურველთა რაოდენობა 2.153 ადამიანს შეადგენს. 2022 წელს საქართველოში გასაშვილებელის სტატუსი 154 ბავშვს ჰქონდა. აქედან ოჯახი 39-მა შეიძინა, სულ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ 1.429 ბავშვი იმყოფება, რომელთაგანაც 382 შშმ პირია. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების რეფორმა განახორციელა. 2021 წელს, სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობით, კოჯორში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ბავშვთა სახლი დაიხურა. ბავშვები იქიდან ორ მცირე საოჯახო ტიპის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 23 წლის ქართველმა ქალმა იტალიაში ახალშობილი ნაგვის ურნასთან დატოვა>>გასულ წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლმაც ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი ბენეფიციარები ორ ახალ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადანაწილდნენ. საოჯახო ტიპის სახლები შშმ პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული. გარდა ამისა, ამ სახლებში შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები. თითოეული სახლი შვიდ ბავშვზეა გათვლილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23465/00/234650068_186:0:2853:2000_1920x0_80_0_0_7e558e62b1fb011a3724c9a4edf40e69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
სევდიანი სტატისტიკა: საქართველოში გაშვილებას 146 ბავშვი ელოდება
17:16 22.08.2023 (განახლებულია: 20:35 22.08.2023) ბავშვის შვილად აყვანის მსურველი 2.153 ადამიანია.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გასაშვილებელის სტატუსი დღეის მდგომარეობით საქართველოში 146 ბავშვს აქვს, რომელთაგან 111 შეზღუდული შესაძლებლობების ან განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვია, ნათქვამია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში.
ბოლო 6 თვეში საქართველოში შვილად 22 ბავშვი აიყვანეს, მათგან ორი შშმ პირია. ამასთან, ბავშვის აყვანის მსურველთა რაოდენობა 2.153 ადამიანს შეადგენს.
2022 წელს საქართველოში გასაშვილებელის სტატუსი 154 ბავშვს ჰქონდა. აქედან ოჯახი 39-მა შეიძინა, სულ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ 1.429 ბავშვი იმყოფება, რომელთაგანაც 382 შშმ პირია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი ბავშვთა სახლებისა და პანსიონატების რეფორმა განახორციელა. 2021 წელს, სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობით, კოჯორში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ბავშვთა სახლი დაიხურა. ბავშვები იქიდან ორ მცირე საოჯახო ტიპის სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გასულ წელს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლმაც ოფიციალურად შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი ბენეფიციარები ორ ახალ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადანაწილდნენ.
საოჯახო ტიპის სახლები შშმ პირებისთვის სრულად არის ადაპტირებული. გარდა ამისა, ამ სახლებში შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები. თითოეული სახლი შვიდ ბავშვზეა გათვლილი.