https://sputnik-georgia.com/20230822/saqartvelos-istoria-gubaz-meore-bagrat-mesame-281557220.html
როცა სამშობლო თავზე ძვირფასია, ანუ ამბავი ქართული მტერმოყვრობისა
როცა სამშობლო თავზე ძვირფასია, ანუ ამბავი ქართული მტერმოყვრობისა
Sputnik საქართველო
ძალზე ტემპერამენტიანი და ემოციური ხალხი ვართ ქართველები და ამის გამო არაერთი ეროვნული მნიშვნელობის საქმე წაგვიხდენია. თუმცა, საბედნიეროდ, ბევრჯერ ისეც... 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T15:48+0400
2023-08-22T15:48+0400
2023-08-22T20:12+0400
წასაკითხი ამბები
საქართველოს ისტორიიდან
საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/280993888_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_e2e521df100c72b5fb2708f829aae8f9.jpg
ძალზე ტემპერამენტიანი და ემოციური ხალხი ვართ ქართველები და ამის გამო არაერთი ეროვნული მნიშვნელობის საქმე წაგვიხდენია. თუმცა, საბედნიეროდ, ბევრჯერ ისეც მომხდარა, საღალატოდ გამზადებულ მავან ქართველს კრიტიკულ მომენტში ემოციები დაუთრგუნავს და ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება მიუღია.ქვემოთ ამის დამადასტურებელ ორ ისტორიას გიამბობთ.VI საუკუნის 40-იან წლებში ბიზანტიელთა ბატონობა იმდენად აუტანელი გახდა, რომ ეგრისელებმა აჯანყება მოაწყვეს და დახმარება ირანის შაჰს ხოსრო ანუშირვანს სთხოვეს. ასე დაიწყო ოცწლიანი ომი ირანსა და ბიზანტიას შორის.ომის პირველ ეტაპზე ირანმა დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მალე თავად გამოავლინა იმპერიული ზრახვები: ეგრისში ქრისტიანთა დევნას და ზოროასტრიზმის გავრცელებას მიჰყო ხელი. პარალელურად ეგრისელთა მამაპაპეული ადგილებიდან იძულებით აყრა და იქ ირანელთა ჩასახლება დაიწყო.შაჰის მზაკვრობამ ეგრისელთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილებას არც მეფე გუბაზ II მალავდა. ამის გამო იყო, რომ სასანიანთა სახელმწიფოს დედაქალაქ ქტესიფონში მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს და ეგრისში სამასი რჩეული ირანელი გამოგზავნეს ფაბრიზის მეთაურობით.ფაბრიზს გუბაზის მოკვდინება ევალებოდა, ოღონდ ისე, რომ თავად ჩრდილში დარჩენილიყო და ყველაფერი ეგრისელებს დაბრალებოდათ. ირანელები შიშობდნენ, რომ მეფის მკვლელობა ხალხში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა.ფაბრიზი ადგილობრივ წარჩინებულს ფარსმანს დაუკავშირდა, რომელსაც გუბაზ მეფესთან დიდი ხნის მტრობა ჰქონდა. ირანელი დარწმუნებული იყო, რომ მეფის მოძულე მის მკვლელობას ადვილად დათანხმდებოდა.ფარსმანმა მართლაც ხალისით მიიღო შეთავაზება და ფაბრიზმაც მკვლელობის გეგმა წვრილად გააცნო მას. მერე კი...მერე, როგორც კი ირანელი იქაურობას გაეცალა, ფარსმანმა მყის გუბაზს მიაშურა და ეგრისის მეფე მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე გააფრთხილა — ქვეყნის სიძლიერე და კეთილდღეობა საკუთარ ინტერესებზე მეტად, განუზომლად მეტად ეძვირფასებოდა და იმიტომ.ბუნებრივია, მკვლელობა ჩაიშალა.ირანელ „მოკავშირეთა“ მუხანათობით გაცოფებული გუბაზი ისევ ბიზანტიელებს შეეკრა. იმპერატორმა იუსტინიანემ დიდი სიხარულით მიიღო ეგრისის მეფის „შემობრუნება“ და ასე დაიწყო ოცწლიანი ომის მეორე ეტაპი, რომელიც ეგრისიდან ირანელთა გაყრით დასრულდა.***გაერთიანებული საქართველოს მეფემ ბაგრატ მესამემ 1008-1010 წლებში კახეთ-ჰერეთის სამეფო დაიპყრო და შეიერთა, მეფე კვირიკე კი დაატყვევა და დილეგში ჩააგდო.ბაგრატი მოკლე ხანში გარდაიცვალა, ტახტზე გიორგი პირველი ავიდა 1014 წელს. კვირიკე კი კვლავ დილეგში რჩებოდა.თუმცა მალე გიორგი პირველი ბასილი კეისარს დაუპირისპირდა წართმეული იმიერტაოს დასაბრუნებლად. კვირიკეს მომხრეებმაც შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და დატყვევებული მეფე კახეთში გააქციეს, სადაც კვლავ დაიკავა სამეფო ტახტი...არავინ იცის, რა ძალით სძულდა კახთა მეფეს ბაგრატ მესამე თუ გიორგი პირველი. მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ ბიზანტიელები მათ სამეფოს გაანადგურებდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში კახეთ-ჰერეთის ქორეპისკოპოსი შიდა ქართლს შეიერთებდა, რისთვისაც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა კახეთი აფხაზეთსა და ტაო-კლარჯეთს. მაგრამ როდესაც ქვეყანა განსაცდელში აღმოჩნდა, კვირიკემ პირადი სიძულვილი გვერდზე გადადო, ვნებები მოთოკა და...1021 წელს შირიმთასთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ და განადგურება არ ასცდებოდათ, რომ არა ბრძოლის ველზე კახელებისა და ჰერების მოულოდნელი გამოჩენა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III-ის თაოსნობით.სწორედ კვირიკეს ლაშქრის გამოჩენის შემდეგ გამოსტაცეს ქართველებმა ხელიდან გამარჯვება ბიზანტიელებს და უკან დაახევინეს. საბრძოლო მოქმედებები შემდგომშიც გაგრძელდა, თუმცა კეისარი აღარ ფლობდა უპირატესობას და იძულებული გახდა მოახლოებული ზამთრის გამო შეეწყვიტა ივერიელებთან ომი...
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/07/280993888_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_9ca74de956319debffe74bb432c053db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვანო სულორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/39/247553932_165:-1:1445:1280_100x100_80_0_0_df3d8ad3b2eff6b4dc4a083161732599.jpg
წასაკითხი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
წასაკითხი ამბები, საქართველოს ისტორიიდან , საინტერესო ფაქტები საქართველოსა და ქართველებზე
ძალზე ტემპერამენტიანი და ემოციური ხალხი ვართ ქართველები და ამის გამო არაერთი ეროვნული მნიშვნელობის საქმე წაგვიხდენია. თუმცა, საბედნიეროდ, ბევრჯერ ისეც მომხდარა, საღალატოდ გამზადებულ მავან ქართველს კრიტიკულ მომენტში ემოციები დაუთრგუნავს და ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება მიუღია.
ქვემოთ ამის დამადასტურებელ ორ ისტორიას გიამბობთ.
VI საუკუნის 40-იან წლებში ბიზანტიელთა ბატონობა იმდენად აუტანელი გახდა, რომ ეგრისელებმა აჯანყება მოაწყვეს და დახმარება ირანის შაჰს ხოსრო ანუშირვანს სთხოვეს. ასე დაიწყო ოცწლიანი ომი ირანსა და ბიზანტიას შორის.
ომის პირველ ეტაპზე ირანმა დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მალე თავად გამოავლინა იმპერიული ზრახვები: ეგრისში ქრისტიანთა დევნას და ზოროასტრიზმის გავრცელებას მიჰყო ხელი. პარალელურად ეგრისელთა მამაპაპეული ადგილებიდან იძულებით აყრა და იქ ირანელთა ჩასახლება დაიწყო.
შაჰის მზაკვრობამ ეგრისელთა სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილებას არც მეფე გუბაზ II მალავდა. ამის გამო იყო, რომ სასანიანთა სახელმწიფოს დედაქალაქ ქტესიფონში მისი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს და ეგრისში სამასი რჩეული ირანელი გამოგზავნეს ფაბრიზის მეთაურობით.
ფაბრიზს გუბაზის მოკვდინება ევალებოდა, ოღონდ ისე, რომ თავად ჩრდილში დარჩენილიყო და ყველაფერი ეგრისელებს დაბრალებოდათ. ირანელები შიშობდნენ, რომ მეფის მკვლელობა ხალხში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევდა.
ფაბრიზი ადგილობრივ წარჩინებულს ფარსმანს დაუკავშირდა, რომელსაც გუბაზ მეფესთან დიდი ხნის მტრობა ჰქონდა. ირანელი დარწმუნებული იყო, რომ მეფის მოძულე მის მკვლელობას ადვილად დათანხმდებოდა.
ფარსმანმა მართლაც ხალისით მიიღო შეთავაზება და ფაბრიზმაც მკვლელობის გეგმა წვრილად გააცნო მას. მერე კი...
მერე, როგორც კი ირანელი იქაურობას გაეცალა, ფარსმანმა მყის გუბაზს მიაშურა და ეგრისის მეფე მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე გააფრთხილა — ქვეყნის სიძლიერე და კეთილდღეობა საკუთარ ინტერესებზე მეტად, განუზომლად მეტად ეძვირფასებოდა და იმიტომ.
ბუნებრივია, მკვლელობა ჩაიშალა.
ირანელ „მოკავშირეთა“ მუხანათობით გაცოფებული გუბაზი ისევ ბიზანტიელებს შეეკრა. იმპერატორმა იუსტინიანემ დიდი სიხარულით მიიღო ეგრისის მეფის „შემობრუნება“ და ასე დაიწყო ოცწლიანი ომის მეორე ეტაპი, რომელიც ეგრისიდან ირანელთა გაყრით დასრულდა.
გაერთიანებული საქართველოს მეფემ ბაგრატ მესამემ 1008-1010 წლებში კახეთ-ჰერეთის სამეფო დაიპყრო და შეიერთა, მეფე კვირიკე კი დაატყვევა და დილეგში ჩააგდო.
ბაგრატი მოკლე ხანში გარდაიცვალა, ტახტზე გიორგი პირველი ავიდა 1014 წელს. კვირიკე კი კვლავ დილეგში რჩებოდა.
თუმცა მალე გიორგი პირველი ბასილი კეისარს დაუპირისპირდა წართმეული იმიერტაოს დასაბრუნებლად. კვირიკეს მომხრეებმაც შექმნილი მდგომარეობით ისარგებლეს და დატყვევებული მეფე კახეთში გააქციეს, სადაც კვლავ დაიკავა სამეფო ტახტი...
არავინ იცის, რა ძალით სძულდა კახთა მეფეს ბაგრატ მესამე თუ გიორგი პირველი. მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ ბიზანტიელები მათ სამეფოს გაანადგურებდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში კახეთ-ჰერეთის ქორეპისკოპოსი შიდა ქართლს შეიერთებდა, რისთვისაც თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა კახეთი აფხაზეთსა და ტაო-კლარჯეთს. მაგრამ როდესაც ქვეყანა განსაცდელში აღმოჩნდა, კვირიკემ პირადი სიძულვილი გვერდზე გადადო, ვნებები მოთოკა და...
1021 წელს შირიმთასთან გამართულ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ და განადგურება არ ასცდებოდათ, რომ არა ბრძოლის ველზე კახელებისა და ჰერების მოულოდნელი გამოჩენა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III-ის თაოსნობით.
სწორედ კვირიკეს ლაშქრის გამოჩენის შემდეგ გამოსტაცეს ქართველებმა ხელიდან გამარჯვება ბიზანტიელებს და უკან დაახევინეს. საბრძოლო მოქმედებები შემდგომშიც გაგრძელდა, თუმცა კეისარი აღარ ფლობდა უპირატესობას და იძულებული გახდა მოახლოებული ზამთრის გამო შეეწყვიტა ივერიელებთან ომი...