https://sputnik-georgia.com/20230822/samartaldamcvelebma-vadagasuli-sokoladi-amoires-281560671.html
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი ამოიღეს
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი ამოიღეს
Sputnik საქართველო
სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასული შოკოლადის რეალიზაცია თბილისის სავაჭრო ქსელში ხდებოდა. 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T17:53+0400
2023-08-22T17:53+0400
2023-10-02T15:59+0400
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_0:0:3110:1750_1920x0_80_0_0_05ce026e73b4c6c9550b5f3426e41910.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში ორი ადამიანია მიცემული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური. უწყების ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკროორგანიზმებს. სამართალდამცველების მიერ ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85.000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია. ორივე პირი პასუხისგებაში მიეცა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_23246f0b9f4153a5ba5dcc8229cade38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველო
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი ამოიღეს
17:53 22.08.2023 (განახლებულია: 15:59 02.10.2023) სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასული შოკოლადის რეალიზაცია თბილისის სავაჭრო ქსელში ხდებოდა.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში შოკოლადის ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში ორი ადამიანია მიცემული, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სხვადასხვა დასახელების უცხოური წარმოების ვადაგასულ შოკოლადს აკრავდნენ ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს, რის შემდეგაც ახდენდნენ მათ რეალიზაციას თბილისის სავაჭრო ქსელში. უწყების ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან ამოღებულ იქნა ბრალდებულების მიერ რეალიზებული დიდი ოდენობით ვადაგასული შოკოლადი, რომელიც შეიცავდა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ მიკროორგანიზმებს.
სამართალდამცველების მიერ ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს დაახლოებით 85.000 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც ასევე ამოღებულია.
ორივე პირი პასუხისგებაში მიეცა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.