https://sputnik-georgia.com/20230822/ruset-ukrainis-konfliqti-281553356.html
მოსაზრება: რატომ ურტყამენ უკრაინული С-300-ები თავისიანებს?
მოსაზრება: რატომ ურტყამენ უკრაინული С-300-ები თავისიანებს?
დასავლური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და ნატოს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც კიევს გადაეცა, საომარი მოქმედებების თეატრში ამინდს ვერ ქმნის. რუსეთის... 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T12:35+0400
2023-08-22T12:35+0400
2023-08-22T16:29+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251574508_0:159:3075:1889_1920x0_80_0_0_2a041030616958f1dd5f5f0027604cd3.jpg
დასავლური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და ნატოს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც კიევს გადაეცა, საომარი მოქმედებების თეატრში ამინდს ვერ ქმნის. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 540 დღის განმავლობაში (2022 წლის თებერვლიდან) უკრაინის არმიის 430-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს, მათ შორის „მსოფლიოში საუკეთესო" ამერიკული Patriot.უკრაინის სამხედრო ძალების ღრმა ზურგში რუსული კომბინირებული დარტყმები მაღალი სიზუსტის იარაღით ერთი დღითაც არ წყდება. ნატოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები პრაქტიკულად უძლურია, ხოლო სსრკ-დან შემორჩენილი უკრაინული — უფრო ხშირად თავისიანებს ურტყამს.მაგალითად, ჩერნიგოვში 19 აგვისტოს „მიფრინდა“ დრამატულ თეატრთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან და უშიშროების სამსახურთან, სადაც ათობით უკრაინელი და ნატოს 23 სამხედრო სპეციალისტის მონაწილეობით იმართებოდა შეხვედრა ჰიბრიდული ოპერაციების წარმართვის შესახებ.საჰაერო განგაშის სიგნალი დროში სამიზნის დაზიანებას დაემთხვა. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი "კომეტა", ჩერნიგოვში გადაღებული ერთ-ერთი ვიდეოს თანახმად, უკრაინული C-300-ის საზენიტო რაკეტაა, რომელმაც ქალაქის ფარგლებში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.დრამატულ თეატრთან მდგარი დაზიანებული ავტომობილები ასევე უკრაინული საჰაერო თავდაცვის „ნამუშევარია“. დასახლებულ პუნქტებში განლაგებული საზენიტო კომპლექსები (ძველი რაკეტები და მოუმზადებელი სპეციალისტები) იმდენად ხშირად ურტყამენ თავისიანებს, რომ ეს უკრაინელ მოქალაქეებს აღარ აკვირვებთ.რუსეთის დარტყმის შემდეგ, სავარაუდოდ, "ისკანდერით“, ნანგრევების ქვეშ ნატოს ცხრა ოფიცერი იპოვეს, დანარჩენები დაკარგულად მიიჩნევიან.უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა 38 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მძიმედ დაიჭრა 75-ზე მეტი.აღინიშნა სანიტარული ავიარეისების სიხშირე ჩერნიგოვიდან და ვინიციდან პოლონეთის ჟევუშსა და გერმანიის ქალაქებში. ამის პარალელურად უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნიგოველების დაკავება დაიწყეს. მათ რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. მაგრამ ეს აქტიურობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის არარსებობაზე კომენტარს ვერ აკეთებს.კიევი უკრაინის სამხედრო ძალების საზენიტო სისტემების რაოდენობას აუცილებლის 10%-ად აფასებს.პენტაგონის დათვლით, რუსულს ჯარებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა 2023 წლის მაისში სრულად უნდა მოეშალათ. და თუ უკრაინის არმიის ფრაგმენტირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ჯერ კიდევ არსებობს, ეს არა ნატოს მხარდაჭერის წყალობით, არამედ საბრძოლო მედეგობისა, რომელიც საბჭოთა კონსტრუქტორებმა ჩადეს კომპლექსებში „ბუკი“ და С-300.მკაცრი რეალობაუკრაინის სამხედრო ძალების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის არა ნატოსეული, არამედ საბჭოთა С-300 (შორი რადიუსის) და „ბუკი“ (საშუალო რადიუსის).სპეცოპერაციის ზონაში ეს კომპლექსები ძირითადად „ჩასაფრებიდან“ მუშაობენ, ნატოს სამიზნე მონიშვნებით.პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის არმიას აქვს 28 გამშვები დანადგარი C-300 და 470 რაკეტა მათთვის (ოთხი საბრძოლო კომპლექტი), 57 „ბუკი“ და სამამდე საბრძოლო კომპლექტი. ეს ძალიან ცოტაა. სპეცოპერაციის განმავლობაში საბჭოთა მარაგები „ჩაიწმინდა“, უკრაინასა და ნატოს ქვეყნებში კი ახალი საზენიტო რაკეტები არ იწარმოება.საზენიტო რაკეტების ვარგისიანობის ვადა 15 წლამდეა. ამის შემდეგ ჰერმეტიკა იშლება. ხოლო მყარი საწვავი თვისებებს იცვლის. ანტიკვარული რაკეტების გაშვებისას გამორიცხული არ არის მათი სტარტზევე აფეთქება ან უმართავი ფრენა.საბჭოთა რაკეტების შეცვლა ნატოსეული Patriot-ებით, NASAMS-ებით, IRIS-T-ით პრაქტიკულად შეუძლებელია — რაოდონობრივად, მოქმედების რადიუსითა და მიზნების განადგურების კუთხით, ასევე ხარჯებით. მარტივი მაგალითი: ორი უკრაინული Patriot თვეში დაახლოებით 160 საზენიტო რაკეტას იყენებს — ამდენს აწარმოებს აშშ წლის განმავლობაში. ეს ფინანსურ-ტექნოლოგიური ჩიხია.რაკეტების მარაგების ამოწურვისთანავე უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საბოლოოდ დეგრადირდება და ქვეით ძალებსაც უკან მიიყოლებს.უკრაინის უშიშროების სამსახური დიდი ხანია სასტიკად არბევს უკრაინელ ბლოგერებს სამხედრო ობიექტებზე რუსეთის დარტყმების შესახებ გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალისთვის. მაგრამ მსოფლიომ მაინც იხილა კიევის ცენტრში Patriot-ების ბატარეის განადგურების კადრები მოუხელთებელი ჰიპერბგერითი „კინჟალით“.უკრაინის სამხედრო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა 15 აგვისტოს აღიარა, რომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას არ ძალუძს რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-22-ების ჩაჭერა. მანამდე აშშ-ის CIA-ს ექს-ანალიტიკოსმა ლარი ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის ანტისარაკეტო სისტემა პრაქტიკულად მოშლილია.მეორე მხრივ, „უკრაინული“ HIMARS-ები, შორი რადიუსის რაკეტები SCALP-EG და Storm Shadow სპეცოპერაციის ზონაში პრაქტიკულად ვერ აღწევენ მიზნებს. უკრაინის ჩავარდნა აიძულებს ნატოს, დაფიქრდეს რუსეთისთვის დათმობებზე. ხორვატიულ გამოცემა Advance-ს შემთხვევით არ დაუწერია, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს სიგნალი გაუგზავნეს: დანებების დროა, რადგან რუსეთი დაუმარცხებელია და სამხედრო კონფლიქტი ყველა შემთხვევაში უკრაინის მარცხით დამთავრდება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251574508_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_e54f02dd5168866f99ef4f57da264e79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დასავლური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და ნატოს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც კიევს გადაეცა, საომარი მოქმედებების თეატრში ამინდს ვერ ქმნის. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 540 დღის განმავლობაში (2022 წლის თებერვლიდან) უკრაინის არმიის 430-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს, მათ შორის „მსოფლიოში საუკეთესო" ამერიკული Patriot.
უკრაინის სამხედრო ძალების ღრმა ზურგში რუსული კომბინირებული დარტყმები მაღალი სიზუსტის იარაღით ერთი დღითაც არ წყდება. ნატოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები პრაქტიკულად უძლურია, ხოლო სსრკ-დან შემორჩენილი უკრაინული — უფრო ხშირად თავისიანებს ურტყამს.
მაგალითად, ჩერნიგოვში 19 აგვისტოს „მიფრინდა“ დრამატულ თეატრთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან და უშიშროების სამსახურთან, სადაც ათობით უკრაინელი და ნატოს 23 სამხედრო სპეციალისტის მონაწილეობით იმართებოდა შეხვედრა ჰიბრიდული ოპერაციების წარმართვის შესახებ.
საჰაერო განგაშის სიგნალი დროში სამიზნის დაზიანებას დაემთხვა. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი "კომეტა", ჩერნიგოვში გადაღებული ერთ-ერთი ვიდეოს თანახმად, უკრაინული C-300-ის საზენიტო რაკეტაა, რომელმაც ქალაქის ფარგლებში ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.
დრამატულ თეატრთან მდგარი დაზიანებული ავტომობილები ასევე უკრაინული საჰაერო თავდაცვის „ნამუშევარია“. დასახლებულ პუნქტებში განლაგებული საზენიტო კომპლექსები (ძველი რაკეტები და მოუმზადებელი სპეციალისტები) იმდენად ხშირად ურტყამენ თავისიანებს, რომ ეს უკრაინელ მოქალაქეებს აღარ აკვირვებთ.
რუსეთის დარტყმის შემდეგ, სავარაუდოდ, "ისკანდერით“, ნანგრევების ქვეშ ნატოს ცხრა ოფიცერი იპოვეს, დანარჩენები დაკარგულად მიიჩნევიან.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა 38 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მძიმედ დაიჭრა 75-ზე მეტი.
აღინიშნა სანიტარული ავიარეისების სიხშირე ჩერნიგოვიდან და ვინიციდან პოლონეთის ჟევუშსა და გერმანიის ქალაქებში. ამის პარალელურად უკრაინელმა სამხედროებმა ჩერნიგოველების დაკავება დაიწყეს. მათ რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. მაგრამ ეს აქტიურობა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის არარსებობაზე კომენტარს ვერ აკეთებს.
კიევი უკრაინის სამხედრო ძალების საზენიტო სისტემების რაოდენობას აუცილებლის 10%-ად აფასებს.
პენტაგონის დათვლით, რუსულს ჯარებს უკრაინის საჰაერო თავდაცვა 2023 წლის მაისში სრულად უნდა მოეშალათ. და თუ უკრაინის არმიის ფრაგმენტირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ჯერ კიდევ არსებობს, ეს არა ნატოს მხარდაჭერის წყალობით, არამედ საბრძოლო მედეგობისა, რომელიც საბჭოთა კონსტრუქტორებმა ჩადეს კომპლექსებში „ბუკი“ და С-300.
მკაცრი რეალობა
უკრაინის სამხედრო ძალების ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის არა ნატოსეული, არამედ საბჭოთა С-300 (შორი რადიუსის) და „ბუკი“ (საშუალო რადიუსის).
სპეცოპერაციის ზონაში ეს კომპლექსები ძირითადად „ჩასაფრებიდან“ მუშაობენ, ნატოს სამიზნე მონიშვნებით.
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის არმიას აქვს 28 გამშვები დანადგარი C-300 და 470 რაკეტა მათთვის (ოთხი საბრძოლო კომპლექტი), 57 „ბუკი“ და სამამდე საბრძოლო კომპლექტი. ეს ძალიან ცოტაა. სპეცოპერაციის განმავლობაში საბჭოთა მარაგები „ჩაიწმინდა“, უკრაინასა და ნატოს ქვეყნებში კი ახალი საზენიტო რაკეტები არ იწარმოება.
საზენიტო რაკეტების ვარგისიანობის ვადა 15 წლამდეა. ამის შემდეგ ჰერმეტიკა იშლება. ხოლო მყარი საწვავი თვისებებს იცვლის. ანტიკვარული რაკეტების გაშვებისას გამორიცხული არ არის მათი სტარტზევე აფეთქება ან უმართავი ფრენა.
საბჭოთა რაკეტების შეცვლა ნატოსეული Patriot-ებით, NASAMS-ებით, IRIS-T-ით პრაქტიკულად შეუძლებელია — რაოდონობრივად, მოქმედების რადიუსითა და მიზნების განადგურების კუთხით, ასევე ხარჯებით. მარტივი მაგალითი: ორი უკრაინული Patriot თვეში დაახლოებით 160 საზენიტო რაკეტას იყენებს — ამდენს აწარმოებს აშშ წლის განმავლობაში. ეს ფინანსურ-ტექნოლოგიური ჩიხია.
რაკეტების მარაგების ამოწურვისთანავე უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა საბოლოოდ დეგრადირდება და ქვეით ძალებსაც უკან მიიყოლებს.
უკრაინის უშიშროების სამსახური დიდი ხანია სასტიკად არბევს უკრაინელ ბლოგერებს სამხედრო ობიექტებზე რუსეთის დარტყმების შესახებ გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალისთვის. მაგრამ მსოფლიომ მაინც იხილა კიევის ცენტრში Patriot-ების ბატარეის განადგურების კადრები მოუხელთებელი ჰიპერბგერითი „კინჟალით“.
უკრაინის სამხედრო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა 15 აგვისტოს აღიარა, რომ ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას არ ძალუძს რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-22-ების ჩაჭერა. მანამდე აშშ-ის CIA-ს ექს-ანალიტიკოსმა ლარი ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის ანტისარაკეტო სისტემა პრაქტიკულად მოშლილია.
მეორე მხრივ, „უკრაინული“ HIMARS-ები, შორი რადიუსის რაკეტები SCALP-EG და Storm Shadow სპეცოპერაციის ზონაში პრაქტიკულად ვერ აღწევენ მიზნებს.
უკრაინის ჩავარდნა აიძულებს ნატოს, დაფიქრდეს რუსეთისთვის დათმობებზე. ხორვატიულ გამოცემა Advance-ს შემთხვევით არ დაუწერია, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს სიგნალი გაუგზავნეს: დანებების დროა, რადგან რუსეთი დაუმარცხებელია და სამხედრო კონფლიქტი ყველა შემთხვევაში უკრაინის მარცხით დამთავრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე