https://sputnik-georgia.com/20230822/patrusevis-gancxadebit-iaponiam-militarizaciaze-airo-kursi-281546119.html
პატრუშევი: იაპონია მილიტარიზაციის კურსს მიჰყვება
პატრუშევი: იაპონია მილიტარიზაციის კურსს მიჰყვება
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. იაპონია, იყენებს რა რუსული და ჩინური საფრთხის შესახებ მეთოდურ სახელმძღვანელოებს, აშშ-ის პოლიტიკის კილვატერს მიჰყვება და... 22.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-22T13:41+0400
2023-08-22T13:41+0400
2023-08-22T17:12+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
იაპონია
კურილის კუნძულების პრობლემა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23454/16/234541643_0:0:2745:1545_1920x0_80_0_0_cff8812380909d8cfe85fae1a6d0b66a.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. იაპონია, იყენებს რა რუსული და ჩინური საფრთხის შესახებ მეთოდურ სახელმძღვანელოებს, აშშ-ის პოლიტიკის კილვატერს მიჰყვება და მილიტარიზაციაზე აიღო კურსი, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.მისი თქმით, ვაშინგტონი და ლონდონი, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, „მთელ მსოფლიოში აწყობენ გადატრიალებებს, იწყებენ ომებს და აწარმოებენ მათ სხვისი ხელით“, როგორც ეს ახლა უკრაინაში ხდება.ჩრდილოეთ ტერიტორიები – ასე უწოდებენ რუსეთში კურილის კუნძულებს, რომლებსაც იაპონიაში „სამხრეთ ტერიტორიებად“ მოიხსენიებენ. კურილის ოთხი კუნძული ამ დროისათვის რუსეთის იურისდიქციაშია. იაპონია აქტიურად ითხოვს მათ დაბრუნებას. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.
იაპონია
კურილის კუნძულების პრობლემა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23454/16/234541643_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_287b556463c8ba63142a5c142b493a5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, იაპონია , კურილის კუნძულების პრობლემა, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, იაპონია , კურილის კუნძულების პრობლემა, პოლიტიკა
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. იაპონია, იყენებს რა რუსული და ჩინური საფრთხის შესახებ მეთოდურ სახელმძღვანელოებს, აშშ-ის პოლიტიკის კილვატერს მიჰყვება და მილიტარიზაციაზე აიღო კურსი, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.
„ანგლოსაქსები ბოლო წლებში კვლავ ითრევენ იაპონიას თავიანთ გეოპოლიტიკურ თამაშებში. <...> აშშ-ის პოლიტიკის კილვატერში ტოკიომ კურსი მილიტარიზაციისკენ აიღო. კვლავ ისმის იმპერიული ლოზუნგები. არქივიდან ამოიღეს მეთოდური სახელმძღვანელოები რუსული და ჩინური საფრთხეების შესახებ. იჩეკება „ჩრდილოეთი ტერიტორიების“ დაბრუნების რევანშისტული გეგმები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიეკუთვნა ჩვენს ქვეყანას“, — აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი და ლონდონი, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, „მთელ მსოფლიოში აწყობენ გადატრიალებებს, იწყებენ ომებს და აწარმოებენ მათ სხვისი ხელით“, როგორც ეს ახლა უკრაინაში ხდება.
ჩრდილოეთ ტერიტორიები – ასე უწოდებენ რუსეთში კურილის კუნძულებს, რომლებსაც იაპონიაში „სამხრეთ ტერიტორიებად“ მოიხსენიებენ. კურილის ოთხი კუნძული ამ დროისათვის რუსეთის იურისდიქციაშია. იაპონია აქტიურად ითხოვს მათ დაბრუნებას.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.