https://sputnik-georgia.com/20230821/cximovani-rvizlis-nisnebi-xelebze-281532219.html
ცხიმოვანი ღვიძლი: „მდუმარე“ დაავადების ოთხი ნიშანი ხელებზე - ბრიტანელი ექიმების რჩევა
ცხიმოვანი ღვიძლი: „მდუმარე“ დაავადების ოთხი ნიშანი ხელებზე - ბრიტანელი ექიმების რჩევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული... 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T17:18+0400
2023-08-21T17:18+0400
2023-08-21T21:28+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება, იუწყება გამოცემა Daily Express დიდი ბრიტანეთის ღვიძლის ფონდის (British Liver Trust) სპეციალისტებზე დაყრდნობით.მედიკოსების თქმით, როდესაც ღვიძლზე ნაწიბურები ჩნდება, მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ამიტომ სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად საჭიროა იცოდეთ რამდენიმე ნიშანი, რაც ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებაზე მეტყველებს.ექიმები, პირველ რიგში, ყურადღების გამახვილებას გვირჩევენ ხელებზე, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების საწყის სტადიაზე ხელისგულები წითლდება და ლაქებით იფარება.გარდა ამისა, საჭიროა დააკვირდეთ თითების ფორმასაც. თუ თითების ზედა ნაწილი ქვედაზე ფართოა, ე.ი. საქმე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენასთან გვაქვს.დაავადების კიდევ ერთი ნიშანი ასევე შეიძლება იყოს ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი.გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს, შესაძლოა გათეთრდეს ფრჩხილებიც — ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს რამდენიმე სხვა ნიშანი:ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება, იუწყება გამოცემა
Daily Express დიდი ბრიტანეთის ღვიძლის ფონდის (British Liver Trust) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მედიკოსების თქმით, როდესაც ღვიძლზე ნაწიბურები ჩნდება, მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ამიტომ სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად საჭიროა იცოდეთ რამდენიმე ნიშანი, რაც ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებაზე მეტყველებს.
ექიმები, პირველ რიგში, ყურადღების გამახვილებას გვირჩევენ ხელებზე, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.
British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების საწყის სტადიაზე ხელისგულები წითლდება და ლაქებით იფარება.
გარდა ამისა, საჭიროა დააკვირდეთ თითების ფორმასაც. თუ თითების ზედა ნაწილი ქვედაზე ფართოა, ე.ი. საქმე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენასთან გვაქვს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანი ასევე შეიძლება იყოს ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი.
გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს, შესაძლოა გათეთრდეს ფრჩხილებიც — ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.
გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს რამდენიმე სხვა ნიშანი:
გამუდმებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
წონაში კლება და გამოფიტვა;
პირღებინება და გულისრევის შეგრძნება;
და, რაღა თქმა უნდა, ტკივილი ღვიძლის არეში.
ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.