მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბუნების მეხუთე ძალა: მეცნიერები გრანდიოზული აღმოჩენის ზღვარზე დგანან

CC BY-SA 2.0 / Luigi Selmi / Large Hadron Colliderდიდი ადრონული კოლაიდერი
დიდი ადრონული კოლაიდერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თანამედროვე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა სტანდარტულ მოდელს ეფუძნება, რომლის თანახმად, ბუნებაში ოთხი ფუნდამენტური ძალა, ან ურთიერთქმედება არსებობს: ელექტრომაგნიტური ძალა, გრავიტაცია, სუსტი და ძლიერი ბირთვული ძალები. თუმცა მეცნიერები აწყდებიან მოვლენებს, რომელთა ახსნა ამ მოდელით შეუძლებელია. სწორედ ამ ფაქტმა წარმოშვა მეხუთე, ჯერ კიდევ უცნობი ძალის არსებობის თეორია.
აშშ-ის FermiLab-ში ნაწილაკების ამაჩქარებელზე ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურა, რომ შესაძლოა არსებობდეს მეხუთე ფუნდამენტური ძალა.
სწავლულებმა მაგნიტურ ველში სუბატომური ნაწილაკების (მუონების) მოძრაობა შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მუონები მოძრაობის პროცესში ირხევიან და ეს რხევები არ შეესაბამება სტანდარტული მოდელის პროგნოზებს.
როგორც ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი ჯონ ბატერვორტი განმარტავს, სტანდარტულ მოდელს მუონების რხევების მაღალი სიზუსტით პროგნოზირება შეუძლია, მაგრამ ის მხოლოდ ცნობილ ურთიერთქმედებებს, ანუ ბუნების ძალებს მოიცავს. ამ შემთხვევაში კი გაზომვები არ შეესაბამება პროგნოზებს. ეს, თავის მხრივ, შესაძლოა მეხუთე ძალის მატარებელი უცნობი ნაწილაკის არსებობაზე მეტყველებდეს.
FermiLab-ში ჩატარებული ექსპერიმენტები არ არის ერთადერთი, რომელიც მეხუთე ძალის არსებობას ადასტურებს. ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) არსებულ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობამაც მსგავსი შედეგები გამოიღო. თუ მეცნიერები ამ შედეგებს დაადასტურებენ, ეს იქნება პირველი მტკიცებულება, რომ ბუნებაში არსებობს მეხუთე ძალა, რომელიც სტანდარტული მოდელის ჩარჩოებს სცდება.
წყარო: BBC News
ყველა ახალი ამბავი
0