მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთს სურს BRICS „დიდი შვიდეულის“ მეტოქედ აქციოს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ჩინეთს სურს, რომ BRICS-ის იოჰანესბურგის სამიტზე კოლეგებს მოუწოდოს, გახადონ ეს გაერთიანება G7-ის სრულფასოვანი გეოპოლიტიკური მეტოქე, წერს Financial Times ანონიმ ჩინურ წყაროზე დაყრდნობით.

„თუ BRICS-ს გავაფართოვებთ, რათა ის პასუხისმგებელი იყოს მსოფლიო მშპ-ის წილზე, როგორც G7, მაშინ ჩვენი საერთო ხმა მსოფლიოში უფრო ძლიერი გახდება", — განაცხადა ჩინეთის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა.

თუმცა გამოცემა იქვე ხაზს უსვამს, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის სულ უფრო იზრდება უთანხმოება BRICS-ის გაფართოების მიზნების თაობაზე.
წყაროს განმარტებით, ეს ორი ქვეყანა ვერ თანხმდება, უნდა იყოს თუ არა BRICS განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დამცველი კლუბი, თუ პოლიტიკური ძალა, „რომელიც ღიად ეწინააღმდეგება დასავლეთს".
გარდა ამ საკითხისა, BRICS-ის ლიდერებმა სამიტზე ასევე შესაძლოა იმსჯელონ ერთმანეთთან ვაჭრობისას ეროვნული ვალუტების გამოყენებაზე.
ამასთან, როგორც წყარო აღნიშნავს, მიუხედავად ამერიკული დოლარის მზარდი დომინირებით გამოწვეული უკმაყოფილებისა, ამ ეტაპზე ერთიანი ვალუტის შემოღების საკითხი სამიტის დღის წესრიგში არ დგას.
BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს გაიმართება. მას ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები დაესწრებიან. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს.
BRICS (Brazil, Russia, India, China, South Africa) — თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა. დაარსდა 2006 წელს. რუსული მხარის ცნობით, ბოლო დროს ბლოკში გაწევრიანების სურვილი 19-მა სახელმწიფომ გამოთქვა. მათ შორის არიან: არგენტინა, ირანი, ალჟირი, ტუნისი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე.
წყარო: Financial Times
ყველა ახალი ამბავი
0