მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი მხარს უჭერს BRICS-ის გაფართოებას

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2023
გამოწერა
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ჩინეთი მხარს უჭერს BRICS-ის გაფართოების პროცესს და მიესალმება ახალი პარტნიორების გაერთიანებას „დიდ ოჯახში“, განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში იოჰანესბურგის სამიტის წინ.

„ჩინეთი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ BRICS არის ღია და ინკლუზიური მექანიზმი. პეკინი მხარს უჭერს BRICS-ის გაფართოების პროცესს და მიესალმება უფრო მეტი თანამოაზრე პარტნიორის მალე გაწევრიანებას BRICS-ის დიდ ოჯახში“, — აცხადებენ უწყებაში.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, პეკინი მზადაა იმუშაოს BRICS-ის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის მუშაობას, ერთობლივად მოაწყოს სხვადასხვა ღონისძიებები გაერთიანების ფარგლებში, „ხელი შეუწყოს BRICS-ის თანამშრომლობის ხარისხიან განვითარებას და მეტი წვლილი შეიტანოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში მთელ მსოფლიოში".
BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს გაიმართება. მას ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიდერები დაესწრებიან. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს.
BRICS (Brazil, Russia, India, China, South Africa) — თანასწორობის პრინციპზე შექმნილი ხუთი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებაა. დაარსდა 2006 წელს. რუსული მხარის ცნობით, ბოლო დროს ბლოკში გაწევრიანების სურვილი 19-მა სახელმწიფომ გამოთქვა. მათ შორის არიან: არგენტინა, ირანი, ალჟირი, ტუნისი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე.
ყველა ახალი ამბავი
0