https://sputnik-georgia.com/20230821/200-kinematografisti-kinocentrs-boikots-ucxadebs-281533156.html
200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს
200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს
Sputnik საქართველო
განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი გამჭვირვალე და საჯარო პროცესით უნდა იყოს არჩეული. 21.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-21T18:03+0400
2023-08-21T18:03+0400
2023-08-21T22:02+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/28/230102867_0:0:2731:1537_1920x0_80_0_0_0a5d2568fc24d59013c3d08ed26e2143.jpg
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებენ. 2023 წლის 11 ივნისს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კინოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენლის კრიტიკა დაიმსახურა. ახალი უფროსის დანიშვნით უკმაყოფილო პირთა აზრით, ამან შეიძლება კინოინდუსტრიაში ცენზურა დაამკვიდროს. როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ. განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვ. თვეზე მეტია კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23010/28/230102867_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_cc1eb6a10c8769018c6f373870e0b92b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს
18:03 21.08.2023 (განახლებულია: 22:02 21.08.2023) განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი გამჭვირვალე და საჯარო პროცესით უნდა იყოს არჩეული.
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებენ.
2023 წლის 11 ივნისს კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კინოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენლის კრიტიკა დაიმსახურა. ახალი უფროსის დანიშვნით უკმაყოფილო პირთა აზრით, ამან შეიძლება კინოინდუსტრიაში ცენზურა დაამკვიდროს.
როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„პროტესტის ნიშნად ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისკენ მიჰყავს", – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს. მათ შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები, ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვ.
თვეზე მეტია კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ.