როგორ შეიცვალა საქართველოში ფასები ბენზინსა და დიზელის საწვავზე ბოლო 10 წლის მანძილზე

გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ 2023 წლის ივლისის მონაცემებით ერთი წლის მანძილზე საქართველოში ბენზინი 29,8%-ით, დიზელის საწვავი კი 37,6%-ით გაიაფდა.
ამასთან, საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 10 წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიზარდა A 98 (სუპერი) კატეგორიის ბენზინი და დიზელის საწვავი.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
დღეისათვის 1 ლიტრი საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შემდეგია: რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,69-2,70 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2,69-2,95 ლარი, სუპერის ტიპის ბენზინი - 3,65-3,70 ლარი, ევრო დიზელის საწვავი - 2,90-3,07 ლარი, დიზელის საწვავი - 2,65-2,95 ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0