ამინდი ბათუმში: 21-27 აგვისტოს ზუსტი პროგნოზი

© photo: Sputnik / Stringerანბანის კოშკი ბათუმში
ანბანის კოშკი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2023
გამოწერა
ბათუმში მთელი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დღისით 27 გრადუსს არ ჩამოცდება, ღამით კი მინიმალური ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბათუმში კვირის დასაწყისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზღვაზე შტორმი. ოთხშაბათისთვის ამინდი გაუმჯობესდება და კვირის ბოლომდე წვიმა მოსალოდნელი არ არის. ჰაერის საშუალო ტემპერატურა +27, +28 გრადუსი იქნება.
ორშაბათს, 21 აგვისტოს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ელჭექი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური კი 28 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 22 აგვისტოს, ბათუმში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 29, ღამით მინიმალური კი პლუს 25 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 3 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, ბათუმში სინოპტიკოსები მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური პლუს 30 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 1-2 მეტრი იქნება.
ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, ბათუმში მოიღრუბლება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 24, დღისით მაქსიმალური კი 29 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 25 აგვისტოს, ბათუმში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 23 გრადუსი, მაქსიმალური კი 30 გრადუსია მოსალოდნელი.
შაბათს, 26 აგვისტოს, ბათუმში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 28-29, ღამით მინიმალური კი პლუს 22 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 6 მეტრი იქნება.
კვირას, 27 აგვისტოს, ბათუმში მზიანი ამინდი შენარჩუნდება, დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 24, დღისით მაქსიმალური პლუს 28 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0