https://sputnik-georgia.com/20230820/----281510784.html
მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა
მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა
მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება 20.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-20T20:39+0400
2023-08-20T20:39+0400
2023-08-20T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
მარნეული
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ძალადობა ოჯახში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266661508_50:0:1300:703_1920x0_80_0_0_d14af99766b1862dd14e9c95bf633c86.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მამაკაცმა ცივი იარაღით საკუთარი ცოლი მოკლა, პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა შაბათს, 19 აგვისტოს მოხდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
ქართლი
მარნეული
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266661508_230:0:1167:703_1920x0_80_0_0_36ebfde70a8526cdc379c3d98e7a0608.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , მარნეული, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ძალადობა ოჯახში
ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , მარნეული, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ძალადობა ოჯახში
მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა
მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში მამაკაცმა ცივი იარაღით საკუთარი ცოლი მოკლა, პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს სოფელ სადახლოში ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა შაბათს, 19 აგვისტოს მოხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.