https://sputnik-georgia.com/20230820/-----281509027.html
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
Sputnik საქართველო
ცერემონია აკადემიის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა - წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა. 20.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-20T17:27+0400
2023-08-20T17:27+0400
2023-10-02T15:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/14/281503540_0:311:1167:967_1920x0_80_0_0_02e6c93efe2c3ee5fc6cdacb2e095754.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გორში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.ცერემონია აკადემიის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა. წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი.ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულებს ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება, გაიარეს სამთო მომზადების საბაზისო კურსი და იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი.„იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/14/281503540_80:342:993:1026_1920x0_80_0_0_398e25cc3eb4f6c1971c7dff1b5d9a43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
17:27 20.08.2023 (განახლებულია: 15:15 02.10.2023) ცერემონია აკადემიის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა - წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. გორში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მეცხრე და საკანდიდატო კურსის მეთვრამეტე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.
ცერემონია აკადემიის 104 წლის იუბილეს მიეძღვნა. წელს ბაკალავრიატი 67 იუნკერმა, ხოლო უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსი 54 მსმენელმა დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა.
მან სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლი.
ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. თავდაცვის მინისტრმა კურსდამთავრებულებს დიპლომები, ხოლო წარჩინებულებს ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.
კურსდამთავრებულ იუნკერებს, ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება, გაიარეს სამთო მომზადების საბაზისო კურსი და იმყოფებოდნენ სტაჟირებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში.
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი.
„იუნკერთა სამხედრო სკოლამ“ ფუნქციონირება დაიწყო 1919 წლის 20 აგვისტოს. სწორედ ეს თარიღი განისაზღვრა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღედ.