თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2023
გამოწერა
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გვიან ღამით თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელი ავარიულად გააჩერეს სადგურ „რიონში“, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
უწყების ინფორმაციით, მატარებელს უამინდობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა.
„საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს.
ყველა ახალი ამბავი
0