https://sputnik-georgia.com/20230820/-------281506785.html
ოჯახური ძალადობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
ოჯახური ძალადობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქვეყანაში. 20.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-20T14:12+0400
2023-08-20T14:12+0400
2023-08-20T14:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_0:86:1835:1118_1920x0_80_0_0_607bc00a76f7b268a8585f2de7811fec.jpg
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4067 ადამიანი გახდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. 2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.გარდა ამისა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: მამა, დედა, ბებია და ბაბუა, მეუღლეები, პარტნიორი, შვილები, აყვანილი შვილები, დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილები, ძმები, დები, მეუღლის ან პარტნიორის მშობლები, შვილების პარტნიორები ან მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, მეურვეები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ერთობლივ მეურნეობას უძღვებიან.სულ რაღაც ექვს თვეში სამართალდამცავმა უწყებებმა დაარეგისტრირეს 2153 მსგავსი დანაშაული, რომლებიც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის შესაძლო გამოყენებით.2023 წლის ექვს თვეში დაფიქსირებული დანაშაულის მაჩვენებელმა 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა. ამასთან, ექვს თვეში ყველა დაფიქსირებული დანაშაულის 81,9% გახსნილია.არასრულწლოვანი დამნაშავეები და მსხვერპლები საქართველოში - ბოლო მონაცემები >>>ეს დანაშაული ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დედაქალაქში ოჯახური ძალადობის შედეგად 1923 ადამიანი დაშავდა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი (493 დაშავებული), აჭარა (381) და კახეთი (343).ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 84,2% ქალია. ამასთან, საქართველოში ოჯახური ტირანების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან.გარდა ამისა, 2023 წლის პირველ ნახევარში ოჯახში ძალადობას 111 ბავშვი განიცდიდა. ბავშვებზე ძალადობა მსხვერპლთა რაოდენობით ყველაზე გავრცელებულია თბილისსა და ქვემო ქართლში.საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_116:0:1720:1203_1920x0_80_0_0_a9c5f6af74c9f3467f5dafe854100d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქსტატი
ოჯახური ძალადობა საქართველოში - ახალი სტატისტიკა
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქვეყანაში.
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4067 ადამიანი გახდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. 2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას ან სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.
გარდა ამისა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: მამა, დედა, ბებია და ბაბუა, მეუღლეები, პარტნიორი, შვილები, აყვანილი შვილები, დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილები, ძმები, დები, მეუღლის ან პარტნიორის მშობლები, შვილების პარტნიორები ან მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, მეურვეები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ერთობლივ მეურნეობას უძღვებიან.
სულ რაღაც ექვს თვეში სამართალდამცავმა უწყებებმა დაარეგისტრირეს 2153 მსგავსი დანაშაული, რომლებიც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის შესაძლო გამოყენებით.
2023 წლის ექვს თვეში დაფიქსირებული დანაშაულის მაჩვენებელმა 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით გადააჭარბა. ამასთან, ექვს თვეში ყველა დაფიქსირებული დანაშაულის 81,9% გახსნილია.
ეს დანაშაული ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში დედაქალაქში ოჯახური ძალადობის შედეგად 1923 ადამიანი დაშავდა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლის რეგიონი (493 დაშავებული), აჭარა (381) და კახეთი (343).
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 84,2% ქალია. ამასთან, საქართველოში ოჯახური ტირანების მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველ ნახევარში ოჯახში ძალადობას 111 ბავშვი განიცდიდა. ბავშვებზე ძალადობა მსხვერპლთა რაოდენობით ყველაზე გავრცელებულია თბილისსა და ქვემო ქართლში.
საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.
გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.