ეკატერინე გორგოძემ პოლონეთში წყვილთა შორის ღია პირველობა მოიგო

© courtesy of Eko Gorgodzeქართველი ჩოგბურთელი ეკატერინა გორგოძე
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინა გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2023
გამოწერა
ქართველ ჩოგბურთელს ერთეულთა და წყვილთა თანრიგში 57 ტურნირი აქვს მოგებული
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ვროცლავში (პოლონეთი) წყვილთა შორის ღია პირველობა (International Tennis Federation) მოიგო.
პოლონეთში დასრულებულ ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან ერთად გამოდიოდა.
ITF-ის 40 000-იანი ტურნირის ფინალში ქართულ-სლოვენიურმა წყვილმა პოლონეთის წარმომადგენლები დარია კუჩერი და ვერონიკა ევალდი ანგარიშით 6:4, 4:6, 10:7 დაამარცხა.
ეკატერინე გორგოძისთვის წყვილთა შორის ეს ITF-ის 33-ე მოგებული ტურნირია. სულ კი 31 წლის ქართველ ჩოგბურთელს ერთეულთა და წყვილთა თანრიგში 57 ტურნირი აქვს მოგებული.
ყველა ახალი ამბავი
0